სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა - „სიყვარულის ჰორმონს“ დაზიანებული გულის აღდგენა შეუძლია

კვლევა – „სიყვარულის ჰორმონს“ დაზიანებული გულის აღდგენა შეუძლია

ახალი კვლევით დადგინდა, რომ „სიყვარულის ჰორმონს” დაზიანებული გულის აღდგენა შეუძლია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინის მიერ წარმოქმნილმა ჰორმონმა შეიძლება ხელი შეუწყოს გულის ქსოვილის რეგენერაციას ტრავმის შემდეგ და, თეორიულად, შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის შეტევის სამკურნალოდ.

შესაძლოა, სიყვარულის ჰორმონად წოდებული ოქსიტოცინი “გატეხილი” გულის “გამთელებაში” დაგვეხმაროს – დანიო-რერიოსა (იგივე ზებრათევზი) და ადამიანის უჯრედებზე ჩატარებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ ზემოხსენებული ჰორმონი დაზიანებულ გულის ქსოვილებს აღდგენაში ეხმარება.

ოქსიტოცინს „სიყვარულის” ანდა „ჩახუტების” ჰორმონს უწოდებენ, რადგან მას ადამიანებს შორის სოციალური კავშირებისა და ნდობის დამყარებაში მიუძღვის წვლილი. ზემოხსენებული ნეიროტრანსმიტერის დონეები ჩახუტების, სქესობრივი კავშირის ანდა ორგაზმის დროს იმატებს.

ოქსიტოცინი ბევრ სხვა ფუნქციასაც ასრულებს: მშობიარობისას ჭინთვებს იწვევს და შემდგომში ლაქტაციას უწყობს ხელს; სისხლის წნევისა და ანთებას შემცირებით გულ-სისხლძარღვთა სისტემას იცავს დაზიანებისგან და სხვა.

ახალი კვლევა ჰორმონის კიდევ ერთ შესაძლო სარგებელზეც გვაფიქრებს: იგი, მინიმუმ დანიო-რერიოში მაინც, გულს დაზიანებული და მკვდარი კარდიომიოციტების (კუნთოვანი უჯრედები, რომლებიც გულის მკუმშავ ძალას წარმოქმნის) ჩანაცვლებაში ეხმარება. ადამიანის უჯრედებზე ჩატარებული ცდების ადრეული შედეგები მიანიშნებს იმაზეც, რომ ოქსიტოცინს ანალოგიური ეფექტების გამოწვევა ადამიანებშიც შეუძლია სწორ დროს სწორი დოზით მიღების შემთხვევაში.

„გული დაზიანებული ან მკვდარი ქსოვილების აღდგენის კუთხით ძალიან შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვლევა მოწმობს, რომ დაზიანების (მაგალითად, გულის შეტევის) შემდგომ მისი ყველაზე გარე მემბრანის (ეპიკარდიუმი) უჯრედთა ნაწილი ახალ ფუნქციას ითავსებს — ისინი გულის ქსოვილის იმ შრისკენ გადაადგილდება, სადაც კუნთებია და ღეროვანი უჯრედების მსგავს უჯრედებად გარდაიქმნება. ისინი შემდგომში გულის რამდენიმე ტიპის უჯრედად (მათ შორის, კარდიომიოციტებად) შეიძლება იქცეს“, – ამბობენ ნაშრომის ავტორები.

მოყვანილი პროცესი ცხოველებში კარგად არის შესწავლილი. არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ეს ზრდასრულ ადამიანებშიც ხდებოდეს, მაგრფამ ამ შემთხვევაშიც კი პროცესი არც ისე ეფექტურია. ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ, თუკი რამენაირად მეტ ეპიკარდიულ უჯრედს ვუბიძგებთ კარდიომიოციტებად გარდაქმნას, ამით გულს დაზიანების შემდგომ აღდგენაში დავეხმარებით.

  „ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კოვიდი აზიანებს გულს“

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის უჯრედებში ამ პროცესის გააქტიურება ოქსიტოცინის გამოყენებით შეიძლება. მათ ტვინისგან წარმოქმნილი 14 სხვა ჰორმონიც შეამოწმეს, თუმცა ახალი კარდიომიოციტების შექმნის ბიძგი უჯრედებისათვის არც ერთ მათგანს არ მიუცია.

მომდევნო ექსპერიმენტები მეცნიერებმა დანიო-რერიოშზე (ეს თევზი ქსოვილთა რეგენერაციის უნარით გამოირჩევა) ჩაატარეს. მათ შენიშნეს, რომ გულის დაზიანებიდან სამი დღის განმავლობაში თევზების ტვინებმა იმაზე დაახლოებით 20-ჯერ მეტი ოქსიტოცინის გამოყოფა დაიწყო, ვიდრე დაზიანებამდე. ჰორმონი შემდეგ გულისკენ გადაადგილდა, თავის რეცეპტორებს დაუკავშირდა და ეპიკარდიული უჯრედების ახალ კარდიომიოციტებად გარდაქმნის პროცესი წამოიწყო.

ექსპერიმენტები მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, ოქსიტოცინს დაზიანებული გულის აღდგენაში საკვანძო როლი ჰქონდეს. ნაშრომის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ჰორმონის ზემოქმედების გაძლიერებით მეცნიერები ახალი სამკურნალო საშუალებების, თუნდაც ოქსიტოცინის შემცველი მედიკამენტების, შექმნას შეძლებენ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights