სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროსაბჭოს შემადგენლობა პერიოდულად განახლდება - საბჭომ 9 საკითხი განიხილა

საბჭოს შემადგენლობა პერიოდულად განახლდება – საბჭომ 9 საკითხი განიხილა

პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა. სხდომას ჯანდაცვის მინისტრმა უხელმძღვანელა. ზურაბ აზარაშვილმა, საბჭოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და წევრებს წარმატებები უსურვა. მისივე განცხადებით საბჭოს შემადგენლობა პერიოდულად განახლდება.
განახლებული შემადგენლობით, პროფესიული განვითარების საბჭომ 9 საკითხი განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა, 8 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ერთ ექიმს შეეზღუდა ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება.
კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევაში, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების ექიმმა ნევროლოგმა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი გასცა. დაფიქსირდა გადაჭარბებული დღიური დოზის დანიშვნის შემთხვევებიც. აღსანიშნავია, რომ ნევროლოგის მიერ გამოწერილ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ზოგიერთ შემთხვევაში, აფთიაქიდან არა პაციენტი, არამედ სხვა, მესამე პირი იღებდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, საკითხის შესწავლის საბოლოო დასრულებამდე, მას ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება შეეზღუდა.
საბჭოს მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო, 38 სამედიცინო დაწესებულების 57 ონკოლოგის მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ისეთი მედიკამენტების დანიშვნის საკითხი, რომელიც საქართველოში დაშვებული არ არის. ასევე არ არის აღიარებული არც ერთი სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ. რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, მნიშვნელოვანი შეუსაბამობებისა და საეჭვო წარმომავლობის გამო, რეგულირების სააგენტოს მიერ, აღნიშნული მედიკამენტების რეგისტრაციაზე, კომპანიას უარი ეთქვა. აღნიშნული საქმის მასალები საქართველოს პროკურატურას გადაეცა.
რეგულირების სააგენტო, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, პრეპარატების დანიშვნასთან დაკავშირებით, თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას, შესწავლის მიზნით რეცენზენტებს გადასცემს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights