კვირა, ივლისი 13, 2025
მთავარისამინისტრო50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია,...

50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია

ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის განმახორციელებელი ერთეულის ხელმძღვანელი, ნინო კვერნაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო”
„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვთა საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და 3 ახალი კლინიკა დაემატა – ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ უკვე აწვდიან.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობა, ჯამში, 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში.
პროგრამაში, ამოქმედებიდან დღემდე, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.
ჯანდაცვის სამინისტრო, აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც“, – განაცხადა ნინო კვერნაძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  3 ახალი კლინიკა დაემატა - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights