სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებისაინტერესო რეკომენდაციები: „ნუ მისცემთ ბავშვებს ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით“...

საინტერესო რეკომენდაციები: „ნუ მისცემთ ბავშვებს ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით“ – ინგა მამუჩიშვილი

კლინიკა „ჭიამაია“, რომლის წამყვანი ექიმი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილია, სოციალურ ქსელში მშობლებისთვის აქვეყნებს ექიმის საინტერესო რეკომენდაციებს:

„ძვირფასო მშობლებო, ხშირად გებადებათ სურვილი გაუძლიეროთ თქვენს პატარებს მადა და აძლევთ მადის აღმძვრელ ვიტამინებს და სხვა საშუალებებს, ღრმა ჩაკითხვით აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბავშვი არ იღებს საკვებს (საუზმეს, სადილს, ვახშამს) სამაგიეროდ ჭარბად მიირთმევს სასუსნავებს, სნექებს, უყვარს ნახშირწყლოვანი, ერთფეროვანი საკვები. მადის გაძლიერება ასეთ შემთხვევაში ისევ ამ საკვების ხშირი მოთხოვნით მოხდება, ის მაინც არ მიიღებს იმ საკვებს, რომელიც თქვენ გსურთ, რომელიც აუცილებელია დღეღამური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ძირითად ინგრედიენტებზე და გაძლიერებული მადით ისევ გემრიელად შეექცევა იმას, რაც უყვარს…

თუ თქვენ შეუზღუდავთ ამ საკვებს, მერწმუნეთ, ბავშვი მშიერი ვერ დარჩება და თანდათან სასარგებლო და ბალანსირებული კვების მიღება-შეგუებას დაიწყებს! ნაკლები ხემსი, ტკბილი და მარილიანი, შეეცადეთ არ მისცეთ არაფერი კვებათა შორის, გარდა ხილისა და რძემჟვა პროდუქტების, შეულამაზეთ საკვების ვიზუალური მხარე და კვებეთ თქვენთან ერთად, აჩვენეთ, რომ თქვენც იღებთ იმავე საკვებს! სნექებით ბავშვი იკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას, მაგრამ ეს ხომ არაჯანსაღი, არაბალანსირებული კვებაა, ამიტომ ნუ მისცემთ ვიტამინებს და სხვა დანამატებს მადის გაძლიერების მიზნით ექიმის დანიშნულების გარეშე, ეცადეთ (ძალიან რთულია, მაგრამ მაინც) შეაგუოთ ჯანსაღ კვებას!!!

მადის გაძლიერება გამოსავალი არ არის, რადგან, გავიმეორებ, გააძლიერებს იმ საკვების მიღებას, რაც მას უყვარს… ეს ნამდვილად ასეა! თუ ბავშვს შეუპოვარი უმადობა აქვს და ეს ქცევის დევიაციასთან არ არის დაკავშირებული, ამ პრობლემას ექიმის კონსულტაცია და მიზეზის დადგენა სჭირდება! ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერია განცხადებაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
   „არასდროს გამოიყენოთ საკვები ემოციებისგან განტვირთვისთვის''
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights