სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ფიტნესისახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისრაელის საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში 5 პაციენტი მკურნალობს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისრაელის საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში 5 პაციენტი მკურნალობს

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ კლინიკაში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ბენეფიციარები მოინახულეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისრაელის საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში 5 პაციენტი მკურნალობს.

სამინისტროს წარმომადგენლები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, შეხვდნენ მშობლებსა და მკურნალ ექიმებს. „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისრაელში საქართველოს საკონსულოსა და საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. პირველ ეტაპზე, ბენეფიციარები სამედიცინო სერვისებს ესპანეთის, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის“, ისარელის „თელ-ავივ იხილოვისა“ და თურქეთის „ანადოლუს“ სამედიცინო ცენტრებში იღებდნენ. პროგრამას, 3 ახალი კლინიკა – თურქეთის „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ დაემატა.

პროგრამაში ჩართული კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც თითოეულ პაციენტს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე – პროტონოთერაპიას. სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ბენეფიციარებისთვის სახელმწიფო აფინანსებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  3 ახალი კლინიკა დაემატა - ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights