სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ფიტნესი„პროგრამის გაფართოებას კარგი შედეგი მოჰყვება, ბავშვების საჭიროებებს სრულად ითვალისწინებს“ - გაბუნია

„პროგრამის გაფართოებას კარგი შედეგი მოჰყვება, ბავშვების საჭიროებებს სრულად ითვალისწინებს“ – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის გაფართოებას კარგი შედეგები მოჰყვება და იგი ბავშვების საჭიროებებს სრულად ითვალისწინებს.

„პროგრამის გაფართოვებს კარგი შედეგი მოჰყვება იმ თვალსაზრისით, რომ არჩევანის შესაძლებლობა, გეოგრაფიული ხელმისაქვდომობა და ასევე ბავშვების საჭიროებების სრულად გათვალისწინების მეტი პერსპექტივა იქმნება. ბუნებრივია, პროგრამაში აქამდე მონაწილე სამი ჰოსპიტალი ისევ გააგრძელებს ფუნქციონირებას. პროგრამა განიხილება როგორც გარდამავალი ეტაპი საქართველოში სამომავლოდ ასევე მაღალტექნოლოგიური სერვისის განვითარებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და კიდევ 3 ახალი კლინიკა დაემატა. ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება"
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights