პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა - კიბოს საწინააღმდეგო წამალმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა

კვლევა – კიბოს საწინააღმდეგო წამალმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა

მეცნიერებმა ადამიანებზე კიბოს საწინააღმდეგო წამალი გამოცადეს.

ახალმა წამალმა – Divarasib, კვლევებში იმედის მომცემი შედეგები აჩვენა. კაფსულა სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ შეიმუშავეს.

მკვლევრები ამბობენ, რომ შედეგები არსებულ ალტერნატივებს აშკარად აღემატება.

კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. ავსტრალიის პიტერ მაკკალუმის კიბოს ცენტრის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ Divarasib-ისა და Cetuximab-ის მეთოდების კომბინირების შემთხვევაში პაციენტების 62%-ს კარგი შედეგები ჰქონდა. პაციენტებში დაავადება ან მთლიანად აღმოიფხვრა, ან ზომაში შემცირდა.

წინა კვლევებით დადგინდა, რომ აბი 35,9%-იან დადებით შედეგს იძლევა. NewAtlas-ის ინფორმაციით ეს 20-ჯერ ეფექტიანია, ვიდრე სხვა მკურნალობები, რომლებიც ამავე კიბოს ებრძვიან.

ეს მიზანმიმართული პრეპარატია, რომელიც ეფექტიანი იქნება მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის. მკვლევრების აზრით, მუტაცია KRAS G12C გავლენას ახდენს ცილაზე, რომელიც აკონტროლებს უჯრედების გაყოფას და გვხვდება მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის (კოლორექტალური) კიბოს შემთხვევების მხოლოდ ოთხ პროცენტში.

ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია, მხოლოდ შეზღუდულ შედეგებს იძლევა. მათი მთავარი მინუსი ისაა, რომ ისინი არასელექტიურია, მიზნად ისახავს მთელ სხეულს და არა კონკრეტულ სიმსივნეს. ახალი მედიკამენტი უშუალოდ დაავადებას დაუმიზნებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ფეხისგულები არის ის მნიშვნელოვანი - ზაფხულში ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სიარულის დადებითი მხარეები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights