ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
მთავარიპულსი TVგუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მიუთითებს ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არეში, ქო­ში­ნი, გუ­ლის ფრი­ა­ლის შეგრძნება, ქვე­და...

გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მიუთითებს ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არეში, ქო­ში­ნი, გუ­ლის ფრი­ა­ლის შეგრძნება, ქვე­და კი­დუ­რე­ბი­სა და მუცლის შეშუპება

ა­ვად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რია და ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვა

თავ­და­პირ­ვე­ლად ექი­მი აგ­რო­ვებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სიმ­პტო­მე­ბის შე­სა­ხებ. გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში, ქო­ში­ნი, გუ­ლის ფრი­ა­ლის შეგ­რძნე­ბა, ქვე­და კი­დუ­რე­ბი­სა და მუც­ლის შე­შუ­პე­ბა.
სხვა, ზო­გა­დი ხა­სი­ათის სიმ­პტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ცხე­ლე­ბა, სი­სუს­ტე, ად­ვი­ლად დაღ­ლა, უმა­დო­ბა, შე­უძ­ლოდ ყოფ­ნა ასე­ვე გუ­ლის პა­თო­ლო­გი­ით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.
ტკი­ვი­ლი, და­ბუ­ჟე­ბა, კუნ­თო­ვა­ნი სპაზ­მე­ბი და­­­მა­­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია პე­რი­ფე­რი­უ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­­­ა­­ვა­­დე­ბე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნებს ზე­და კი­­დუ­რის, წვი­ვის, ტა­ნის სის­ხლძარ­ღვებს (გარ­და კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბი­სა).
ამის შემ­დეგ ექი­მი აგ­რო­ვებს ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ქი­მი­­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან შე­საძ­ლო კონ­ტაქ­ტის, გა­­მო­­ყე­ნე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის – მათ შო­რის აკ­­რ­ძა­­ლუ­ლი წამ­ლე­ბის, ალ­კო­ჰო­ლი­სა და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის, საცხ­ოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მო­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის ჩვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე, ოჯა­ხის წევ­რე­ბის გუ­ლის, სის­ხლძარ­ღვე­ბის ან სხვა რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.
ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვი­სას ექი­მი აფა­სებს პა­ცი­ენ­ტის წო­ნას, გა­რეგ­ნო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, კა­ნის ფერს და ტე­ნი­ა­ნო­ბას, ძი­ლი­ა­ნო­ბას და სხვა სიმ­პტო­მებს, რომ­ლე­ბიც გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის არა­­­პირ­და­პი­რი სიმ­პტო­მე­ბი­ა. ყუ­რადღ­ე­ბა ექ­ცე­ვა პა­ცი­ენ­ტის გან­წყო­ბას, სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­სე­ულ შე­ფა­სე­ბას.
ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვი­სას ყუ­რად­სა­ღე­ბია კა­ნის ფე­რი, ვი­ნა­ი­დან სი­ფერ­მკრთა­ლე, კა­ნის მო­ლურ­ჯო ან მე­წა­მუ­ლი (ცი­ა­ნო­ზუ­რი) შე­ფე­რი­ლო­ბა მი­უ­თი­თებს ანე­მი­ა­ზე ან არა­ა­დეკ­ვა­ტურ სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა­ზე. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ კა­ნი ვერ იღებს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ჟან­გბადს, რაც, თა­ვის მხრივ, ფილ­ტვე­ბის და­ა­ვა­დე­ბის, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის ან ცირ­კუ­ლა­ცი­ის დარ­ღვე­ვის სხვა მი­ზე­ზე­ბის შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში შეიძლება იყოს გუ­ლის, ფილ­ტვე­ბის, საყლაპავის ან დი­დი კა­ლიბ­რის სისხლძარღვების და­ა­ვა­დე­ბის სიმპტომი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights