ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიპულსი TVულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუ­შ­ტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად

ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუ­შ­ტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად

გამოსახულებითი კვლევები
ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუ­შ­ტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად. ტრანსაბდომინალური ულტრაბგერა ინფორმაციულია სტრუქტურული პათოლოგიების არსებობაზე ეჭვის (მაგალითად, ციროზი – ღვიძლის დანაწიბურება, ღვიძლში ცხიმის ჭარბად დაგროვება) დასადასტურებლად. ეს ყველაზე იაფი და სწრაფი მეთოდია ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად.
ულტრაბგერის საშუალებით ექიმს შეუძ­ლია აღ­მო­­აჩინოს ნაღვლის ბუშტის კენჭები. მუც­­ლის ღრუს ულ­ტრა­ბგერითი გამოკვლევის მეშ­­ვე­ობით შე­იძ­ლება სა­­ნა­ღ­­ვლე სადინარის დახ­­შო­ბით გა­მოწ­ვე­ული სიყ­ვით­ლე (კა­ნისა და თვა­ლის თე­თ­რი ნა­წი­ლის მოყ­ვი­თა­ლოდ შე­ფერვა) გან­­ვა­­ს­­ხვა­ოთ ღვიძ­ლის უჯრედების ფუნქციური უკ­მა­რისობით გამოწვეული სიყვითლისგან; სა­ხელ­დობრ, თუ ულტრაბგერა გამოავლენს სადი­ნარების გაფართო­ებას, სიყვითლის მიზეზად სადინარის დახშობა უნდა ჩაითვალოს. ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლში ნემსის ზუსტად შესაყვანად ქსოვილის ნიმუშის მისაღებად ღვიძლის ბიოფსიის დროს. ულტრაბგერის ერთ-ერთი სახე, დოპლეროგრაფია, გამოიყენება ღვიძლში სისხლის მიმოქცევის შესასწავლად. დოპლერით გამოკვლევისას შეიძლება ღვიძლის არტერიებისა და ვენების დახშობის აღმოჩენა, განსაკუ­თ­რებით კარის ვენისა, რომელიც ნაწ­ლავიდან ღვიძლისკენ სისხლის დინებას უზრუნველყოფს. დოპლერის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს წნევის მომატება კარის ვენაში. ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევისას გამოიყენება ენდოსკოპის თავზე მოთავსებული უმცირესი ზო­მის ზონდი, რომელიც პირიდან შეიყვანება კუჭში და წვრილი ნაწლავის პირველ სეგმენტში (თორმეტგოჯა ნაწლავი), რაც აახლოებს ზონდს ღვიძლთან და მის გარშემო მდებარე ორგანო­ებთან.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ჩუტყვავილას ინფექცია, შეიძლება თუ არა ბავშვის დაბანა?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights