სამშაბათი, აპრილი 1, 2025
მთავარისამინისტრორა შემთხვევაში და რა ოდენობის ჯარიმების დაწესება იგეგმება?

რა შემთხვევაში და რა ოდენობის ჯარიმების დაწესება იგეგმება?

შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტშია ნათქვამი.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტით, ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და მათი პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი ინერ­გე­ბა. ამას­თან, ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა მიკ­ვლე­ვა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, პრო­ექ­ტი მათი სა­ვალ­დე­ბუ­ლო იდენ­ტი­ფი­კა­ცია-რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა მარ­თვის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სათ­ვის: – ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, თავ­შე­სა­ფა­რი, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­სა­ფა­რი, ცხო­ველ­თა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტი (სას­ტუმ­რო), სა­შე­ნი, კი­ნო­ლო­გი­უ­რი/ფე­ლი­ნო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ტო­რი – საქ­მი­ა­ნო­ბის სტან­დარ­ტე­ბის დად­გე­ნას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით წეს­რიგ­დე­ბა ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა: – ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა სას­ტი­კი მო­პყრო­ბი­სა­გან დაც­ვა, ევ­თა­ნა­ზია, მიზ­ნობ­რი­ვი და გეგ­მა­ზო­მი­ე­რი გამ­რავ­ლე­ბა, რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი, სა­არ­სე­ბო გა­რე­მოს სტან­დარ­ტე­ბი.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა და ახა­ლი ტი­პის სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა იგეგ­მე­ბა. მათ შო­რის წეს­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის:

  • ყო­ველ­წლი­უ­რი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბის, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და სხვა სა­ჭი­რო სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • მი­კედ­ლე­ბუ­ლი ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის ან­ტი­რა­ბი­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის მიმ­კედ­ლებ­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
  • იდენ­ტი­ფი­კა­ცია-რე­გის­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცია-რე­გის­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ნა­რე­ვი (მე­ტი­სი) ჯი­შის ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) სტე­რი­ლი­ზა­ცია/კას­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯა­რი­მა 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ცხო­ვე­ლის ყო­ლი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს­თვის ხე­ლის შეშ­ლა მი­კედ­ლე­ბუ­ლი ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის სტე­რი­ლი­ზა­ცია/კას­ტრა­ცი­ის, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ან ცოფ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით გა­დაყ­ვა­ნი­სას გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • მე­პატ­რო­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა სხვა ცხო­ვე­ლის ან ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის ან მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის მი­ტო­ვე­ბი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნე ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო მე­პატ­რო­ნე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას – 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
  • გარ­და ამი­სა, იგეგ­მე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­მო­ღე­ბა შემ­დე­გი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი­სათ­ვის: – ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის გა­სე­ირ­ნე­ბის, მგზავ­რო­ბის ან უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის; ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) გამ­რავ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის; ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ველ­თა მარ­თვის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის.
  • კერ­ძოდ, პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის შეყ­ვა­ნა ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში, აფ­თი­ა­ქებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, სა­ბავ­შვო და სპორ­ტულ მო­ედ­ნებ­ზე, ასე­ვე იმ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც არის შე­სა­ბა­მი­სი აკ­რძალ­ვის ნი­შა­ნი, გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის ან მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ძაღ­ლის საბ­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე ყოლა ღია სივ­რცე­ში, მათ შო­რის, ბულ­ვარ­ში, პარკში ან სკვერ­ში გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის ან მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის შემ­თხვე­ვა­ში – 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
  • ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თან (ძაღ­ლი, კატა) ერ­თად მგზავ­რო­ბა მი­წის­ქვე­შა ელექტრო ტრან­სპორ­ტით (მეტ­რო), სა­ბა­გი­რო გა­დაყ­ვა­ნი­სას, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ქა­ლა­ქო რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნი­სას M2 და M3 კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­ბუ­სით და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნი­სას, ერ­თდრო­უ­ლად მოკ­ლე სა­ბე­ლის და ალი­კა­პის ან სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ყვა­ნის (კონ­ტე­ი­ნე­რის, ჩან­თის) გა­რე­შე გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის ან მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის შემ­თხვე­ვა­ში – 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
  • “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს სან­ქცი­ებს გამ­რავ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის.
  • კერ­ძოდ, თვრა­მეტ თვემ­დე და ან რვა წლის ან მეტი ასა­კის ძაღ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) გამ­რავ­ლე­ბა ცხო­ვე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ჯი­ში­ა­ნო­ბის და გამ­რავ­ლე­ბა­ზე ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ცნო­ბის გა­რე­შე გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ნა­რე­ვი (მე­ტი­სი) ჯი­შის (გარ­და სე­ლექ­ცი­ის შემ­თხვე­ვი­სა) ან არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ან გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ძაღ­ლის ან/და კა­ტის გამ­რავ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) გამ­რავ­ლე­ბა “ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის გამ­რავ­ლე­ბა დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას – 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • მთავ­რო­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი პო­ტენ­ცი­უ­რად მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის იმ­პორ­ტის, გამ­რავ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე აკ­რძალ­ვი­სა და დრო­ე­ბი­თი შე­მოყ­ვა­ნის წე­სის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სან­ქცი­ებს შემ­დე­გი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი­სათ­ვის:

  • ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის ევ­თა­ნა­ზია “ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა კერ­ძო თავ­შე­საფ­რის, სა­შე­ნი­სა და ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ი­სა და­რე­გის­ტრა­ცი­ის დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, კერ­ძო თავ­შე­საფ­რის, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­საფ­რის, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტის (სას­ტუმ­რო), სა­შე­ნის, კი­ნო­ლო­გი­უ­რი/ფე­ლი­ნო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან რე­ა­ლი­ზა­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა თავ­შე­საფ­რის, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­საფ­რის, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტის (სას­ტუმ­რო), სა­შე­ნის, კი­ნო­ლო­გი­უ­რი/ფე­ლი­ნო­ლო­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან რე­ა­ლი­ზა­ტო­რის მიერ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს­თვის ხე­ლის შეშ­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მო­ნი­ტო­რინ­გი დად­გე­ნი­ლი წე­სით, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights