სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVწითელას შემთხვევების რაოდენობა ევროპაშიც მზარდია

წითელას შემთხვევების რაოდენობა ევროპაშიც მზარდია

ევროპაში წითელას შემთხვევების რაოდენობა კვლავ მზარდია. როგორ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უნივერსალური ჯანმრთელობისა და პანდემიებისთვის მზადყოფნის მიმოხილვის მრჩეველთა ჯგუფის წევრმა, ზაზა წერეთელმა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა დიდ ბრიტანეთშია, რის გამოც ქვეყანამ 6-დან 11 წლამდე ასაკის ყველა აუცრელი ბავშვის იმუნიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

წერეთელი ამბობს, რომ გავრცელების მიზეზი კოვიდ პანდემიის დროს იმუნიზაციის შემცირებული მაჩვენებელი გახდა.

„ევროკავშირში და მთელს მსოფლიოში იმატა შემთხვევების რაოდენობამ, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზი სამია. პირველი ის, რომ კოვიდ პანდემიის დროს მოსახლეობაში იმუნიზაციის მოცვა შემცირდა. მეორე, კოვიდის დროს ვაქცინაციაზე იმდენი ჭორები იყო, რომ ზოგადად დაინახეს ვაქცინაციის შემცირების ტენდენცია ბავშვებში და მესამე, ეს გახლავთ მისი გავრცელების მაჩვენებელი.

იმისთვის რომ წითელა მეტ-ნაკლებად იყოს კონტროლირებადი მოცვა უნდა იყოს 95%-იანი. როგორც კი, თუნდაც 1-2%-ით დაიკლებს მაჩვენებელი მაშინვე იწყება შემთხვევების მკვეთრი ზრდა. სწორედ ამასთან გვაქვს ახლა საქმე მთელს ევროპაში და ალბათ ასევეა საქართველოშიც.

გაერთიანებულმა სამეფომ, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გადაწყვიტა 6-დან 11 წლამდე ყველა აუცრელი ბავშვის მასიური იმუნიზაცია, რომ როგორმე შეაჩეროს მასობრივი გავრცელება. წითელა დიდხანს რჩება ჰაერში. კოვიდზე თუ ერთი ადამიანიდან ოთხს შეიძლებოდა გადასდებოდა, აქ ერიდან შეიძლება 18-ს დაემართოს.

მაჩვენებლები მზარდია 2024-შიც, ამიტომ ყველა ქვეყანა ცდილობს გაზარდოს იმუნიზაცია. რეკომენდაციაა ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ, რომ იმუნიზაცია აუცილებელია.“ – განაცხადა წერეთელმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში წითელას შემთხვევები 2023 წლის ათ თვეში 30-ჯერ აღემატებოდა 2022 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა ხდება ორგანიზმში, როდესაც გრიპის დროს ანტიბიოტიკს ვიღებთ?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights