პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
მთავარისხვა-ამბებირა იწ­ვევს თრომბს, რო­გო­რი სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მას და რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ის

რა იწ­ვევს თრომბს, რო­გო­რი სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მას და რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ის

სის­ხლის შე­დე­დე­ბა – ორ­გა­ნიზ­მის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­აა. რო­დე­საც ხელი გვეჭ­რე­ბა, სის­ხლის კო­ა­გუ­ლა­ცია (შე­დე­დე­ბა) ხდე­ბა, წარ­მოქ­მნი­ლი თრომ­ბი ჭრი­ლო­ბას პირს უკ­რავს და სის­ხლის და­კარ­გვის­გან გვი­ცავს. თუმ­ცა, სის­ხლძარ­ღვებ­ში არ­სე­ბუ­ლი თრომ­ბი, ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის ან სი­ცო­ცხლის ფა­სა­დაც და­უჯ­დეს… ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თრომ­ბო­ზის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის ამოც­ნო­ბა და სა­ჭი­რო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა.

რა იწ­ვევს თრომბს, რო­გო­რი სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მას და რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ის – ამა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, კარ­დი­ო­ლო­გი ზუ­რაბ კლი­მი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

– თრომბს ორ­გა­ნიზ­მში დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცია აქვს. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ეს მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცი­აა, მაგ­რამ როცა არა­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად, არა­მიზ­ნობ­რი­ვად ყა­ლიბ­დე­ბა, პა­თო­ლო­გი­ის დროს, რო­მე­ლი­მე სის­ხლძარ­ღვში ხვდე­ბა, სის­ხლძარ­ღვს ახ­შობს და შე­სა­ბა­მი­სი ზო­ნის იშე­მი­ას, სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბას და ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბას იწ­ვევს. თუ იშე­მია დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, იმ უბ­ნის ნეკ­რო­ზიც გარ­და­უ­ვა­ლია. ძი­რი­თა­დად კი ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლია, რო­მე­ლი ორ­გა­ნოს სის­ხლძარ­ღვში ხდე­ბა თრომ­ბი.

– გუ­ლით და­ავ­დე­ბუ­ლებ­ში რო­გორ ხდე­ბა ეს?

– თუ გულ­ზეა სა­უ­ბა­რი და ამ ყვე­ლა­ფერს კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რად გან­ვი­ხი­ლავთ, ანუ ინ­ფარ­ქტის ერთ-ერთი მი­ზე­ზი კონ­კრე­ტულ სის­ხლძარ­ღვში თრომ­ბის მიერ სის­ხლძარ­ღვის სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი დახ­შო­ბა ხდე­ბა და სიხლძარ­ღვი, რო­მე­ლიც გულს სის­ხლით, საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, ჟანგბა­დით ამა­რა­გებს, ვე­ღარ მი­აწ­ვდის შე­სა­ბა­მის საკ­ვებს, რაც ამ უბ­ნის იშე­მი­ას გა­მო­იწ­ვევს. ხოლო შემ­დეგ, თუ გარ­კვე­ულ დრო­ში იშე­მია არ მო­იხ­სნა, დგე­ბა სიკ­ვდი­ლი.

გააგრძელეთ კითხვა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველოში "პაციენტის საბჭოები" შეიქმნა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights