სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროიმპორტიორი კომპანიები, ვის მიმართაც მოკვლევა დავიწყეთ, საზოგადოებისთვის უცნობი არიან - სააგენტო

იმპორტიორი კომპანიები, ვის მიმართაც მოკვლევა დავიწყეთ, საზოგადოებისთვის უცნობი არიან – სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე  მოქმედი 8 კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.

თემა ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით – შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის უფროსი, გიორგი ქედელიძე BMGtv-ის გადაცემაში ,,საქმიანი დილა” ამბობს, რომ კომპანიები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს მოკვლევა ბაზრის 40%-ს ან მეტს ფლობენ, თუმცა მათ საზოგადოება არ იცნობს.

,, 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროვდა ინფორმაცია 20 მედიკამენტზე განსაკუთრებით მაღალი ფასნამატის მიღების შესახებ. აქ, საუბარი იყო 300-დან 3 000% ფასნამატზე. ჩვენ, ეს საკითხი წინასწარ შევისწავლეთ, რომ გამოგვევლინა, თუ რომელი კომპანიების მიერ და ბაზრის რომელ დონეზე ხდებოდა ფასის ასეთი ზრდა, იყო ეს იმპორტის, საბითუმო მიწოდების, თუ საცალო რეალიზაციის დონე.

ჩვენ, მოკვლევა არ დაგვიწყია ოცივე მედიკამენტზე რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, პირველ რიგში მე-6 მუხლით რომ დავიწყოთ მოკვლევა, კომპანია აუცილებლად უნდა იყოს ბაზარზე დომინანტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. როდესაც კომპანია ბაზარზე ფლობს 40%-ს, ან მეტს ითვლება, რომ მას აქვს საკმარისი ძალა უფლება რომ მნიშვნელოვნად შეზღუდოს კონკურენცია და დააწესოს მაღალი ფასნამატი. ამ ფონზე, საზოგადოებისთვის შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, კომპანიების დასახელება რომლებიც არ არიან ცნობილი კომპანიები, როგორც მაგალითად ამ ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიები”, – განაცხადა ქედელიძემ ,,საქმიანი დილას” ეთერში.

მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს – მოპასუხე კომპანიების დომინანტური მდგომარეობის და მაღალი ფასნამატის, როგორც არასამართლიანად მაღალი ფასის შეფასებას.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრებს შეხვდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights