ჰანტინგტონის დაავდება ვლინდება კუნთების პერიოდულ ცახცახში ან სპაზმებში

0
930
ჰანტინგტონის დაავდება ვლინდება კუნთების პერიოდულ ცახცახში ან სპაზმებში
#post_seo_title

ჰანტინგტონის დაავდება  –  ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც ვლინდება კუნთების პერიოდულ ცახცახში ან სპაზმებში.

დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ, გამოვლინდება თუ არა პირველი სიმპტომები, დაავადება ძალიან სწრაფად იწყებს პროგრესირებას.

ჰანტინგტონის დაავადება არის ნერვული სისტემის გენეტიკური დაავადება, რომელიც უმეტესად ვითარდება საშუალო ასაკში. ის ხასიათდება კუნთების პერიოდული ცახცახით და სპაზმებით, რაც გავლენას ახდენს მოძრაობის კოორდინაციაზე და ზოგადად, ცხოვრების ხარისხზე.

ჰანტინგტონის დაავადება (Huntington’s disease) არის გენეტიკური ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ხასიათდება ნერვული სისტემის პროგრესული დაქვეითებით. ეს მდგომარეობა თანდათანობით აზარალებს მეხსიერებას, მოტორულ ფუნქციას და ფსიქიკურ მდგომარეობას, რაც საბოლოოდ იწვევს სიცოცხლისუნარიანობის ხარისხის დაქვეითებას.

მიზეზები
დაავადება წარმოიქმნება თავისა და ნერვული უჯრედების პერიოდული კვდომით, რაც გამოწვეულია ჰანტინგტონის ცილით. დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზია მემკვიდრეობითი ფაქტორი.

ჰანტინგტონის დაავადების სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         გონებრივი შესაძლებლობების პერიოდული გაუარესება;
·         ხანგრძლივი და ხანმოკლე მეხსიერების დაკარგვა;
·         ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;
·         ხელების და ფეხების უკონტროლო, ბნედიანივით ქნევა (ქორეა);
·         პოზის კონტროლის პრობლემები;
·         ფსიქიკური აშლილობა (აგრესია, აპათია, პიროვნული ცვლილებები);
·         სიტყვის გარკვევით წარმოთქმის შეუძლებლობა (დისართრია);
·         თვალების უკონტროლო, მოუწესრიგებელი მოძრაობა;
·         გართულება ყლაპვის დროს (დისფაგია).
პირველ სტადიაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სირთულეები თავს იჩნეს 35-40 წლის ასაკიდან.

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი ნევროლოგი ატარებს მთელ რიგ გამოკვლევებს და ანალიზებს, რომლებშიც შედის:
·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
·         გენეტიკური გამოკვლევა;
·         სეროლოგიური ტესტები.

დაავადების მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემცირებაზე და მოიცავს:
·         ნეიროლეპტიკურ პრეპარატებს;
·         ბენზოდიაზეპინს;
·         პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებს;
·         ვალპროის მჟავას;
·         ფსიქოტროპულ პრეპარატებს;
·         ტრანკვილიზატორებს
დღეისათვის ჰანტინგტონის დაავადება განუკურნებელია.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შედეგად მივალთ შემდეგი სახის გართულებებთან:
·         გონებასუსტობა;
·         პნევმონია;
·         იმუნური სისტემის დასუსტება;
·         ხუთვა;
·         ხსულის უმოძრაობა;
·         გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;
·         ტრავმატიზმის რისკის გაზრდილი ალბათობა.
დაავადებულისგან მოსალოდნელია ჩაიდინოს სუიციდის ფაქტი. დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 10-15 წლის შემდეგ დგება ლეტალური შედეგი. 

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გენეტიკური (დაავადებული ადამიანის შვილებში ავადმყოფობის გაჩენის რისკი შეადგენს 50%-ს) მიდრეკილება.

  კანის ინფექციური სიწითლე მეოთხე ადგილს იკავებს ნაწლავების გავრცელებულ ინფექციურ დაავადებებს შორის

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკის მიზნით ფეხმძიმე ქალებისთვის რეკომენდირებულია პერინატალური დიაგნოსტიკის გავლა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ