პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
მთავარისამინისტრო„მივიღეთ უალტერნატივო, სწორი, სახელმწიფოებრივი, გრძელვადიანი გადაწყვეტილება“-ზურაბ აზარაშვილი

„მივიღეთ უალტერნატივო, სწორი, სახელმწიფოებრივი, გრძელვადიანი გადაწყვეტილება“-ზურაბ აზარაშვილი

რესპუბლიკურ საავადმყოფოს, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ჩვენ უზრუნველვყოთ მრავალპროფილური, მაღალკვალიფიციური მომსახურებით ჩვენი მოქალაქეები. ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც შეგვიძლია, სამედიცინო უნივერსიტეტთან კოორდინაციით, მძლავრი სახელმწიფო კლინიკა შევქმნათ, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, გავრცელებულ სპეკულაციებსაც უპასუხა. აღნიშნა, რომ კოვიდის პერიოდში ქვეყანა სხვა რეალობის წინაშე იდგა, შესაბამისად, მაშინ, კლინიკაში სარემონტო სამუშაოები, სწორედ პანდემიური პირობებიდან გამომდინარე ჩატარდა.

„ის, რომ რამდენიმე წლის წინ კოვიდის პერიოდში, იქ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, ეს არ ნიშნავს გრძელვადიან გადაწყვეტას. თუ შევაფასებთ კლინიკის მდგომარეობას, სხვადასხვა დასკვნების საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ უალტერნატივო, სწორი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას აშენდება 500 საწოლზე გათვლილი, მძლავრი სახელმწიფო კლინიკა, რომელიც იქნება მრავალპროფილური და ასევე ერთ-ერთი დასაყრდენი და ბაზა სამედიცინო უნივერსიტეტისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, კლინიკასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე თანამშრომლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.

„მე რამდენჯერმე მქონდა მცდელობა შეხვედრის. ერთ-ერთი, ბოლო მცდელობა იყო ერთი კვირის წინაც და კონკრეტულად შეთანხმებულ დროს სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, რადგან ბოლო მომენტში აღმოჩნდა, რომ შეხვედრა დამოკიდებული ყოფილა მთავრობის იმ გადაწყვეტილების გაუქმებასთან, რაც ჩვენ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გვაქვს მიღებული. თუმცა, აქ კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ეს არის უალტერნატივო გამოსავალი, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, შეიძლება სახელმწიფოებრივად ჩვენ გავაკეთოთ და გრძელვადიანად, ჩვენ ქვეყანას დავუტოვოთ მძლავრი სახელმწიფო კლინიკა, რომელიც ასევე იქნება ძალიან ძლიერი კონკურენტი კერძო სექტორისთვის.

თანამშრომლებთან შეხვედრებისთვის, ყოველდღიურად, საღამოს 6 საათზე სპეციალური ჯგუფია გამოყოფილი, რომელიც ნებისმიერ თანამშრომელს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეხვდება. ისინი იქ არიან ყოველდღიურად, ელოდებიან და რამდენადაც ვიცი ბოლო დღეებში აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დეპუტატების კითხვებს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამჟამინდელ მდგომარეობასა და ახალი კლინიკის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც უპასუხა.
„რესპუბლიკურის სარდაფის ნახვას ვერ შემოგკადრებთ და ვერ შემოგთავაზებთ რომ ერთად გვენახა. იქ არსებულ სიტუაციას კლინიკასთან თუ შეიძლება რამე საერთო ჰქონდეს. აქ იგულისხმება კანალიზაცია, ჩამდინარე წყლები, სადრენაჟე წყლები, თუ ყველანაირი ტიპის ნაგავი ასე ვიტყოდი, რაც ორი სართულის სიმაღლეზე იქ არის. ის, რასაც თქვენ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას ნახულობდით იყო ათეულობით წლის წინ, ახლა წლებია იქ ჩასვლა საერთოდ აკრძალულია“, – უპასუხა ზურაბ აზარაშვილმა ნატო ჩხეიძეს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს სარდაფში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, როგორც დემონტაჟი, ასევე პროექტთან დაკავშირებული ხარჯები სამინისტროს ასიგნებებიდან ანაზღაურდება. თუმცა, თუ იქნება ამის საჭიროება, ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მზად არის აღნიშნული პროექტი დააფინანსოს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights