სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გატარებული რეფორმის მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის...

„საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გატარებული რეფორმის მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება, რათა მეტ პაციენტს მიეღო ხარისხიანი სერვისი მინიმალური თანაგადახდით, ან – სრულიად უფასოდ“- ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ აზარაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
ზურაბ აზარაშვილმა, მინისტრობის 2 წლიანი საქმიანობა შეაჯამა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„გასული 2 წლის განმავლობაში, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გატარებული რეფორმის მთავარი ამოცანა იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება, რათა მეტ პაციენტს მიეღო ხარისხიანი სერვისი მინიმალური თანაგადახდით, ან – სრულიად უფასოდ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, არსებობის 11 წლის განმავლობაში, მოსახლეობის 95%-ისთვის, აუცილებელ მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. ამოქმედდა DRG დაფინანსების მოდელი, რამაც პაციენტის თანაგადახდა მნიშვნელოვნად შეამცირა.

„ჰოსპიტალური სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმების დანერგვამ, გარდა იმისა, რომ გაზარდა სისტემის გამჭვირვალობა და გაამარტივა პროგრამის ადმინისტრირება, შექმნა პაციენტებისთვის ფინანსური დაცულობის მდგრადი პირობები. DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-დან 10%-მდე შემცირდა.

DRG მოდელის გაფართოების შედეგად, 2023 წლის ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება. მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები გათანაბრდა და 1 222 ლარით განისაზღვრა. დაფინანსება მოიცავს ექიმის აყვანის, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. რეფორმის შედეგად პაციენტს თანხის გადახდა არ უწევს და ასევე საჭიროებისას, სახელმწიფო, სრულად უზრუნველყოფს ახალშობილის რეანიმაციული სერვისის დაფინანსებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights