იანვარში შვეიცარიაში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დამსწრე საზოგადოებას, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ თუ ბიზნეს ლიდერებს დაავადება X-ის პანდემიისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.
რა არის დაავადება X და რატომ უნდა მოვემზადოთ მისგან გამოწვეული პანდემიისთვის – ამ საკითხზე BMGTV-ის გადაცემა BMG Drive-ში ექიმმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადება X ჰიპოთეტურია და მისი მიზანი მსოფლიოს მომდევნო პანდემიისთვის მომზადებაა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

