შაბათი, აპრილი 19, 2025
მთავარისამინისტროსაზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების უწყვეტი პროფესიული მომზადება და განვითარების ეფექტური და...

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების უწყვეტი პროფესიული მომზადება და განვითარების ეფექტური და მდგრადი სტრუქტურის ჩამოყალიბება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის, ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტში, მხარეთა ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია გათვალისწინებული.

მემორანდუმი მიზნად ისახავს დაავადებათა ზედამხედველობის არსებული სისტემების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და რეაგირების მიზნით, ძალისხმევის გააქტიურებას, ტექნიკური დახმარების გაწევას საბაზისო/სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის. ასევე, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სექტორში, ადამიანური რესურსების სწავლებასა და შესაძლებლობების განვითარებას. მათ შორის, რეგიონული სასწავლო კურსების მეშვეობით, რომელიც საქართველოში CDC-ის რეგიონული ოფისის ტექნიკური დახმარებით ხორციელდება.

დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების უწყვეტი პროფესიული მომზადება და განვითარების ეფექტური და მდგრადი სტრუქტურის ჩამოყალიბება.

სამმხრივ მემორანდუმს ხელი ზურაბ აზარაშვილმა, ოთარ შამუგიამ და კაილა ლასერსონმა მოაწერეს.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ისაუბრეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights