სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებირა გავლენა აქვს სეზონურ ვირუსებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე?

რა გავლენა აქვს სეზონურ ვირუსებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე?

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

რა გავლენა აქვს სეზონურ ვირუსებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე?
საუბრობს ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე:

„სეზონური ვირუსებით ზამთარიც და შემდეგ გაზაფხულიც საკმაოდ დატვირთულია. სხვადასხვა კატეგორიის ვირუსები არსებობს.

არის ვირუსები, რომლებიც, ადამიანზე შედარებით ნაკლებად მოქმედებს. ზოგადად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის ვირუსული ინფექცია, ნებისმიერი ავადობა გამოწვევაა. მათ შორის, ნერვული სისტემისათვის. იმუნური სისტემის მესაჭეც შესაბამისი ცენტრებია, რომლებიც ნერვულ სისტემაშია ლოკალიზებული. განსაკუთრებით აგრესიული და მძაფრი გავლენის მქონე ვირუსების დროს, მათთან ბრძოლის შემთხვევაში, ჩვენს ორგანიზმში გარკვეული ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა, რომელთა მიმართაც, შესაძლოა, მეორადად, ნერვული სისტემა მგრძნობიარე იყოს. განსაკუთრებით ბავშვის, მას გამოცდილებაც ნაკლები აქვს, რესურსიც და ვირუსების მცირე დოზა, რაც ჩვენთვის შესაძლოა, ნაკლებად დრამატული იყოს, ბავშვისთვის უკვე საკმარისია, რომ სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მეორე მხრივ, ზუსტად იმ მცირე დოზიდან გამომდინარე, საქმეც ნაკლები აქვს, შესაძლოა, შესაძლოა, მალეც გამოჯანმრთელდეს, ვიდრე ზრდასრული.

ბევრი ფაქტორი მუშაობს. ინდივიდუალური რესურსი, ინდივიდუალური ამტანობა, სხვა ქრონიკული მდგომარეობა, – ალერგიული ფონი, ცისტური ფიბროზი, ბრონქული ასთმა, თუ სხვა, რომლებმაც შესაძლოა, ორგანიზმი დაასუსტოს და გამოწვევად იქცეს. ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას გარკვეული აგზნების ფაზა აქვს, პირველი მძაფრი რეაქციაა, რომელიც ქცევასა და ემოციას უკავშირდება. ბავშვები უფრო მტირალა, ჭირვეულები ხდებიან. როდესაც ცხელებაც ემატება, აჟიტირებაც შეიძლება დაერთოს, ან დროში გახანგრძლივებისა და დოზის გახანგრძლივების შემთხვევაში, პირიქით, მოდუნება, მივარდნა გამოიწვიოს. სპეციალისტები ამას მიჩვეულები ვართ და ეს ჩვენთვის ლოგიკური მოლოდინებია.

სპეციალისტებს მივარდნილი, მოდუნებული, უმოძრაო ბავშვის უფრო გვეშინია, ვიდრე აჟიტირებული, აგზნებული, გაღიზიანებული ბავშვის, რამდენადაც შემაწუხებელი არ უნდა იყოს მშობლისთვის.

მწვავე პერიოდში ეს გამოწვევები და აჟიტირება, ქცევის დარღვევა და ნერვული სისტემის რეაგირება და მეორეა გამოჯანმრთელების პერიოდში. 2-3 კვირა ნაავადმყოფარ ბავშვს რუტინაში დაბრუნება უჭირს, ფიზიკური დატვირთვისა, თუ სხვადასხვა დატვირთვის მიმართ, თითქოს, შედარებით შემცირებულია. 2-3 კვირა ნაავადმყოფარ პერიოდში ეს უხეშ პრობლემად არ ითვლება, მით უმეტეს, თუ ეს აღდგენადია. ანუ, ვატყობთ, რომ დროში გაუმჯობესებისაკენ მივდივართ. უშუალოდ მწვავე პერიოდიც, ვირუსის შემთხვევაში ვიცით, რომ 5-6 დღე ნორმალურია. არის ვირუსები, რომლებიც შესაძლოა, 10 დღემდეც გახანგრძლივდეს. უბრალოდ, 3-4-5 დღის შემდეგ სასიგნალო სისტემა გვერთვება იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად ბაქტერიული ტიპის გართულებები, ან სხვა ასოცირებული მდგომარეობები არ გაგვეპაროს.

  ბავშვი და კომპიუტერი - „ბავშვი ჰიპნოზშია...“

მშობლებსა და ოჯახის წევრებს ვანუგეშებთ იმ თვალსაზრისით, რომ მწვავე პერიოდში, 5-6 დღიანი ქცევითი, თუ ემოციური დარღვევები, ისევე, როგორც ნაავადმყოფარ პერიოდში, 2-3-კვირიანი შლეიფი, ეს მეტ-ნაკლებად ნორმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა არის გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ.

ყველაფრის თავი და თავი წყალია. დიდი რაოდენობით სითხეებით დატვირთვა, სუფთა წყალი, შინაურული კომპოტებით დატვირთვა მნიშვნელოვანია. მოვერიდოთ გაზიან, ემულგატორებით დატვირთულ სასმელებს. თუმცა, გადაუდებელ შემთხვევაში, მცირე რაოდენობით ესეც შესაძლებელია. სითხე ნაწლავური ინფექციის შემთხვევაში, ნაწლავების სანაციასაც უზრუნველყოფს, სისხლში შეიწოვება და ის ტოქსიკური მეტაბოლიტები, რომლებიც ვირუსთან, თუ ბაქტერიასთან ბრძოლის პროცესში გამომუშავდება და შესაძლოა, იმ მედიკამენტების გავლენაც იყოს, რომელიც ამ პერიოდში გვჭირდება, ორგანიზმიდან გამოიტანს. დიდი დოზით სითხე ფილტრაციის პროცესსაც აჩქარებს, შარდვის პროცესსაც და უფრო უმტკივნეულოდ, სწრაფად, ეფექტურად გამოიდევნება ტოქსიკური მეტაბოლიტები. სითხის დეფიციტზე ნერვული სისტემა ძალიან მგრძნობიარეა. მივარდნილი, მოდუნებული ბავშვის შემთხვევაში, გაუწყლოების პრობლემა შეიძლება იყოს. ვირუსების დროს გაუწყლოება ძალიან ადვილად დგება. მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ. ბავშვი, რომელიც ბევრ სითხეს სვამს, ბევრს უნდა შარდავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვა სასიგნალო სისტემა ჩაერთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა.“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა იყო, პოლიტიკის დიალოგის მიზანი -ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ტრანსცხიმების აღმოფხვრის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights