სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„სიმართლეს არ შეესაბამება - თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო...

„სიმართლეს არ შეესაბამება – თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება“

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები: პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა
სხვა გლაუკომა
ბადურას სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები
ბადურას გახლეჩები ჩამოცლის გარეშე
პირველადი დახურულკუთხიანი გლაუკომა
ავადმყოფობების შემდგომი მეორადი გლაუკომა
ბადურას ჩამოცლა ბადურას გახევით
ტრავმული კატარაქტა
ბადურას ფრაქციული ჩამოცლა
სხვა ბადურას ჩამოცლა
მინისებრი სხეული პროლაფსი
რქოვანას წყლული
ბადურას სისხლჩაქცევები
ჩირქოვანი ენდოფთალმიტი
ეჭვი გლაუკომაზე
პოსტტრავმული მეორადი გლაუკომა

საყურადღებოა, რომ შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტებიც.

რაც შეეხება კატარაქტას, უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არ საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დიაგნოზისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ გეგმური სახის ოპერაციები.

ჩვენი მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამები მუდმივად ფართოვდება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ სახელმწიფო დაფინანსებამ მაქსიმალურად მეტი დაავადება მოიცვას“, – აცხადებენ სამინისტროში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „აიღეთ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა არ შეგექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights