სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებისამედიცინო ბრიგადის წევრებისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო

სამედიცინო ბრიგადის წევრებისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო

“თბილისის მე-8 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით მშობიარობა შევიდა.
ახალგაზრდა ქალს მუცელი ასტკივდა და ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მისულმა 0828 ბრიგადის ექიმმა, პაციენტის გასინჯვის შემდეგ, ორსულის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მშობიარობა უკვე დაწყებული იყო.
სამედიცინო პერსონალის სწორად შეფასებული მდგომარეობის შედეგად, რამდენიმე წუთში ქვეყანას ჯანმრთელი ბიჭი მოევლინა. დედაც და პატარაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტაბილურ მდგომარეობაში სამშობიარო კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმ ლეილა კიღურაძის თქმით, აღსანიშნავია უმცროსი ექიმის დავით ბაბილოძის პროფესიონალიზმი და მძღოლის ზურაბ წკრიალაშვილის ოპერატიულობა. სამედიცინო ბრიგადის წევრებისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო.
გვეამაყება: ექიმი – ლეილა კიღურაძე, უმცროსი ექიმი – დავით ბაბილოძე, მძღოლი ზურაბ წკრიალაშვილი” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თბილისი 3 დღით უმაღლესი სამედიცინო განათლების მსოფლიოს დედაქალაქია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights