ორშაბათი, მაისი 12, 2025
მთავარისამინისტრო„ ახალი, მრავალპროფილური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკის აშენება ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის...

„ ახალი, მრავალპროფილური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკის აშენება ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა“

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, მრავალპროფილური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკის აშენება ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო სექტორის გაძლიერების საფუძველს შექმნის.

რაც შეეხება კლინიკის თანამშრომლებისთვის მომზადებულ შეთავაზებებს, თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნული პაკეტი, პერსონალის სოციალური თუ შრომითი გარანტიების შექმნასა და მათ დასაქმებას უზრუნველყოფს.

კომპენსაციებს შორის არჩევანის გასაკეთებლად პერსონალს 2 კვირის ვადა აქვს მიცემული, გამოცხადებულია ტენდერი დემონტაჟსა და სამუშაოებზეც. მანამდე კი კლინიკაში სამედიცინო საქმიანობა გრძელდება.

„მრავალი წლის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო იყო მთავარი საყრდენი სახელმწიფოსთვის ჰოსპიტალური სერვისების მიწოდების კუთხით. ამდენად, რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერებას და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით იყო მიღებული, ისტორიული და ნამდვილად მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების კუთხით.

სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებულია დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობა სამედიცინო დაწესებულებებში. კერძოდ, თუ პირი უარს იტყვის 12-თვიან კომპენსაციაზე, მას სახელმწიფო შესთავაზებს ალტერნატიული, ტოლფასი დასაქმების შესაძლებლობას 4-თვიან კომპენსაციასთან ერთად. თუ სახელმწიფო ვერ მოახერხებს სამედიცინო პერსონალისთვის ტოლფასი დასაქმების შესაძლებლობის მოძიებასა და შეთავაზებას, ამ შემთხვევაში სახელფასო კომპენსაცია განისაზღვრება 3-წლიანი ვადით, სანამ სამედიცინო პერსონალი თავად არ მოახერხებს, დასაქმდეს ალტერნატიულ პოზიციაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  „ვცდილობთ, რომ უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა დარჩეს და მინიმუმ გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული საჭიროებისთვის“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights