კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარისამინისტრო„ეს პირობები უპრეცედენტოა“ - მთავ­რო­ბა კომ­პენ­სა­ცი­ებ­სა და სხვა კლი­ნი­კებ­ში და­საქ­მე­ბას სთა­ვა­ზობს

„ეს პირობები უპრეცედენტოა“ – მთავ­რო­ბა კომ­პენ­სა­ცი­ებ­სა და სხვა კლი­ნი­კებ­ში და­საქ­მე­ბას სთა­ვა­ზობს

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრომ­ლებს შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟის გამო მთავ­რო­ბა კომ­პენ­სა­ცი­ებ­სა და სხვა კლი­ნი­კებ­ში და­საქ­მე­ბას სთა­ვა­ზობს.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თა­ნამ­შრომ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ რამ­დე­ნი­მე შე­თა­ვა­ზე­ბი­დან მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი აირ­ჩი­ონ. აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­კი­თხზე სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შეხ­ვედ­რას დღეს გა­მარ­თა­ვენ.

„ცვლილებების შედეგად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. აქვე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი.

რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში, მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას გულისხმობს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არსებული თანამშრომლებისთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება, რომელიც მკაფიო და უპრეცედენტოა. დღეს ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას სურვილის შემთხვევაში; დასაქმებას მინიმუმ იმავე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და 4-თვიანი კომპენსაციის გადახდას; ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ბოლო 3 თვის საშუალო შემოსავლის მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი სადმე მუშაობას არ დაიწყებს, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, ეს პირობები საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტოა და ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ.

რამდენიმე თვის წინ თანამშრომლების ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ, მაგალითად, რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს. იქ გვიდგანან გვერდით, ამიტომ, აქაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტის განხორციელების ნაწილში ჩვენ გვერდით იყვნენ და ერთად გავაკეთოთ ეს საშვილიშვილო, ისტორიული საქმე“, – განაცხადა აზარაშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დასაქმებას არა მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში, არამედ კერძო სამედიცინო დაწესებულებებშიც შესთავაზებენ.

  რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა - სამედიცინო დაწესებულებაში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება

დარწმუნებული ვარ, სამინისტროსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს გვამოძრავებს ერთი მიზანი და ინტერესი – ქვეყანას ჰქონდეს სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკა, სამეცნიერო საქმიანობის რეგიონული ჰაბი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში უკვე დასაქმდა.

მისივე თქმით, სხვა კლინიკებში დასაქმებასა და უპრეცედენტო, ღირსეულ კომპენსაციას სთავაზობენ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დარჩენილ სხვა თანამშრომლებსაც.

„რამდენიმე თვის წინ, თანამშრომელთა ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ. მაგალითად რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს და იქ გვიდგანან გვერდში. ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ, აქაც მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის განხორციელების ნაწილში ისინი ჩვენ გვერდში იყვნენ და ერთად გავაკეთოთ ეს ისტორიული და საშვილიშვილო საქმე“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights