ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარისხვა-ამბებიევროპაში წითელას შემთხვევების მატების გამო ჯანმო სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის

ევროპაში წითელას შემთხვევების მატების გამო ჯანმო სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) ევ­რო­პის ოფი­სი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ევ­რო­პა­ში, წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის გამო ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია “სას­წრა­ფო” ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის.

2023 წლის პირ­ველ 10 თვე­ში ევ­რო­პა­ში წი­თე­ლას 30-ჯერ მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, ვიდ­რე წინა წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­ში. ევ­რო­პის ქვეყ­ნებს მო­უ­წო­დე­ბენ, “სას­წრა­ფოდ” და­ი­წყონ იმუ­ნი­ზა­ცი­ის კამ­პა­ნი­ე­ბი.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პის ოფის­მა 2023 წლის იან­ვა­რი-ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში წი­თე­ლას 30 000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ა­ფიქ­სი­რა, რო­დე­საც მთლი­ა­ნად 2022 წელს მხო­ლოდ 941 შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მათი ცნო­ბით, შემ­თხვე­ვებ­მა ბოლო თვე­ებ­ში მო­ი­მა­ტა და სას­წრა­ფო ზო­მე­ბის არ­მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა.

ჯან­მო-ს ცნო­ბით, წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დო­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. წი­თე­ლა კი, თა­ვის მხრივ, ინ­ფექ­ცი­უ­რი ვირუ­სია, რო­მე­ლიც იწ­ვევს ცხე­ლე­ბას, ხვე­ლას, და იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში, პნევ­მო­ნი­ას, ტვი­ნის ან­თე­ბა­სა და სიკ­ვდილს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა იყო, პოლიტიკის დიალოგის მიზანი -ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ტრანსცხიმების აღმოფხვრის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights