სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„ეს ძალიან დიდი შეღავათია ბიუჯეტის და ჩვენი მოსახლეობისთვისაც, მინიმუმ 2-ჯერ მეტი მედიკამენტის...

„ეს ძალიან დიდი შეღავათია ბიუჯეტის და ჩვენი მოსახლეობისთვისაც, მინიმუმ 2-ჯერ მეტი მედიკამენტის შეძენას შევძლებთ“ – აზარაშვილი

„ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, საჭირო მედიკამენტების შეძენას დაახლოებით 50 მლნ ლარის დანაზოგით ახერხებს“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თანხების დაზოგვა და მეტი მედიკამენტის შეძენა შესაძლებელი მწარმოებლებთან მოლაპარაკების შედეგად გახდა.

„ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, ვიტყოდი რომ უპრეცედენტო პროექტი გვაქვს დაწყებული, სადაც სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მედიკამენტების შემოტანაზე და პაციენტებამდე მიტანაზე. ჩვენ შესაბამისი დისტრიბუციის ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ. სანამ მოლაპარაკებები მიდიოდა უშუალოდ მწარმოებლებთან, მოლაპარაკების შესაძლებლობა უკვე მესამე მწარმოებლებთან თითქმის ბოლომდე ამოვწურეთ. ორთან უკვე შევთანხმდით, ასე ვიტყოდი. შემოტანა იანვრიდან უკვე დაიწყო. მესამე მწარმოებელთან კი, ვფიქრობ, კონტრაქტს ხელი 2 კვირის ვადაში მოეწერება.

ჩვენს მიერ შესყიდული მედიკამენტების თითქმის 60% მაშინდელი ფასით ხდება, რა ფასადაც 2022-2023 წლებში ვყიდულობდით. ამ ბოლო მოლაპარაკებებით კი, მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა შევძელით. რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ბიუჯეტით, რომელსაც წინა წლებში ვხარჯავდით მინიმუმ 2-ჯერ მეტი მედიკამენტის შეძენას შევძლებთ. ეს ძალიან დიდი შეღავათია ბიუჯეტის და ჩვენი მოსახლეობისთვისაც”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, მხოლოდ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ეს 50 მლნ ლარის ეფექტია. საერთო ჯამში კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის 350-400 მლნ ლარის დანაზოგია.

2024 წლის იანვრიდან, პაციენტები, ონკოლოგიურ მედიკამენტებს , საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იღებენ.~

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვებითი შუქნიშანი - მედიკამენტების ურთიერთქმედება პროდუქტებთან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights