სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბები„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“: „ვივამედის“ კლინიკის დაცულ ნაწილში გადაყვანილი პატიმრების აბსოლუტური უმრავლესობა...

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“: „ვივამედის“ კლინიკის დაცულ ნაწილში გადაყვანილი პატიმრების აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავს კმაყოფილებას მიღებულ მკურნალობასთან დაკავშირებით

„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ (CPT) 2023 წლის 25-27 მარტს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ის „ვივამედის“ კლინიკაში არსებულ ვითარებას აფასებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კლინიკაში ვიზიტის დროს კომიტეტის დელეგაციას არ მიუღია პაციენტებისგან ჩივილები არასათანადო მოპყრობის შესახებ „ვივამედის“ კლინიკაში მომუშავე პერსონალის მხრიდან. ანგარიშის ავტორებით თქმით, კლინიკაში ატმოსფერო მშვიდი იყო, რამდენიმე პაციენტმა დადებითად ისაუბრა როგორც ჯანდაცვაზე, ასევე პერსონალზე.

ანგარიშის თანახმად, „ვივამედის“ კლინიკის დაცულ ნაწილში მატერიალური პირობები სრულიად ადეკვატური იყო.

„პაციენტების ოთახები იყო ფართო, კარგად მოვლილი და სუფთა. ვენტილაცია და ხელოვნური განათებაც კარგი იყო. გარდა ამისა, პაციენტებს ჰქონდათ შეუზღუდავი წვდომა კარგი ხარისხის ტუალეტებსა და საშხაპეებზე და ისინი უზრუნველყოფილები იყვნენ პირადი ჰიგიენის ძირითადი საშუალებებით. ასევე, პრობლემას არ წარმოადგენდა არც საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში). თითქმის ყველა ოთახს ჰქონდა დიდი ფანჯრები, რომლებიც დიდი რაოდენობით შუქს იძლევიან და სასიამოვნო გარე ხედს სთავაზობენ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ „ვივამედის“ კლინიკის დაცულ ნაწილში გადაყვანილმა ყველა პატიმარმა თანხმობა განაცხადა იქ მკურნალობაზე და რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავს კმაყოფილებას მიღებულ მკურნალობასთან დაკავშირებით. პაციენტებს ჰქონდათ წვდომა სომატური მკურნალობის ფართო სპექტრზე, რომლებიც გაიცემა კლინიკის მრავალრიცხოვან ექიმთა და სხვა სამედიცინო პროფესიონალის მხრიდან.

თითოეულ პალატას ჰყავდა ოთხი ექთანი და ოთხი სანიტარი, მინიმუმ ერთი ექთანი და ერთი სანიტარი იყო წარმოდგენილი თითოეულ პალატაში ნებისმიერ დროს, რაც, მთლიანობაში, საკმარისი არის. ასევე, კლინიკის სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტებისა და შესაბამისი მასალების მარაგი, როგორც ჩანს, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ ასევე გასცემს რამდენიმე რეკომენდაციასა და შენიშვნას. მაგალითად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ვივამედის“ კლინიკაში არ მუშაობდნენ არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგები, რომელთა სერვისებს კლინიკა საჭიროების შემთხვევაში გარე კონსულტანტებისგან იღებდა (ხოლო იუსტიციის სამინისტრო ფარავდა ხარჯებს), თუმცა პრაქტიკაში ეს კარგად არ მუშაობდა.

  „ნესტლე საქართველო“ მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის საფასურს აუნაზღაურებენ

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights