სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიადამიანის ორგანიზმში აღმოაჩინეს ბაქტერიების 35 ახალი სახეობა

ადამიანის ორგანიზმში აღმოაჩინეს ბაქტერიების 35 ახალი სახეობა

შვეიცარიაში, ბაზელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, მეცნიერებმა ბაზელის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში პაციენტების ორგანიზმიდან აღებულ ნიმუშებში ბაქტერიების 30-ზე მეტ ახალი სახეობას მიაკვლიეს

შესაძლოა, მათთან დაკავშირებული ინფექციების მკურნალობაში დაგვეხმაროს. კვლევით დადგინდა, რომ ბუნებაში მრავალი პათოგენია, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით.

„ბაქტერიების ახალი სახეობებისა და მათი კლინიკური გამოვლენის ასეთი პირდაპირი კავშირის შესახებ ნაშრომები წარსულში იშვიათადაა გამოქვეყნებული”, — აცხადებენ ავტორები.

გოლდენბერგერი და თანაავტორები 2014 წლიდან აგროვებენ და აანალიზებენ პაციენტის ნიმუშებს.

მათ 61 პათოგენი შეისწავლეს, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პაციენტების ბიოლოგიურ ნიმუშებში მიაგნეს. ტრადიციული მეთოდებით ბაქტერიების გენომის გაშიფვრა მარტივი არ აღმოჩნდა, ამიტომ სპეციალისტებმა სხვა გზას მიმართეს და შედეგები უკვე იდენტიფიცირებულ შტამებს შეადარეს.

საბოლოოდ, 35 ახალი სახეობა გამოვლინდა, რომელთაგანაც 27 სისხლის კულტურებიდან ან ღრმა ქსოვილების ნიმუშებიდან გამოაცალკევეს. 7 სახეობა კლინიკურ შესაბამისობაშიც დაფიქსირდა, ანუ თითოეული მათგანი ინფექციის წყარო აღმოჩნდა.

სიას უკვე დაემატა 20-ზე მეტი ახალი სახეობა – რაც, იმედია, ხელს შეუწყობს ინფექციების შემდგომი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებას.

„მსგავსი პირდაპირი კავშირები ბაქტერიების ახლად იდენტიფიცირებულ სახეობებს შორის და მათ კლინიკურ მნიშვნელობას შორის იშვიათად ქვეყნებდებოდა“, – ნათქვამია წამყვანი ავტორის დოქტორ დანიელ გოლდენბერგერის განცხადებაში.

ახალი სახეობების უდიდესი ნაწილი 2 გვარს მიეკუთვნება: Corynebacterium-სა და Schaalia-ს. მათში შემავალი ბაქტერიები ადამიანის კანისა და ლორწოვანი გარსის მიკრობიომის ნაწილია, მაგრამ შესაძლოა, სისხლში მოხვედრისას ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

61 ნიმუშიდან ერთ-ერთი ძნელად იდენტიფიცირებად ჯგუფში შედის. ეს პათოგენი ნელ-ნელა იკრებს ძალებს. ის 2022 წელს ძაღლისა და კატის ნაკბენებიდან აღებულ მასალაში აღმოაჩინეს.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უკანასკნელი შედეგები ბაქტერიების კლინიკურ და ეკოლოგიურ როლში უკეთ გაგვარკვევს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში BMC Microbiology გამოქვეყნდა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ალკოჰოლი 7 სახეობის კიბოს იწვევს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights