სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებირა პერიოდია გრიპის ვირუსისთვის სეზონური და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი

რა პერიოდია გრიპის ვირუსისთვის სეზონური და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი

ჯანმო-ს ბოლო ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით, გრიპით და სხვა რესპირატორული დაავადებებით ინფიცირების მაჩვენებელი უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება.

ხველა, სურდო, მაღალი სიცხე, საერთო სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი – ეს რესპირატორული ვირუსების დამახასიათებელი სიმპტომებია. სეზონური გრიპის იდენტიფიცირება მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. პედიატრებს ბოლო ორ კვირაში მსგავსი ჩივილებით ათობით პაციენტი მიმართავს.

რა პერიოდია გრიპის ვირუსისთვის სეზონური და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი

საუბრობს ინფექციონისტი, მალვინა ჯავახაძე გადაცემაში – „დილა მშვიდობისა საქართველო”

„დედები ყოველთვის ჩივიან, რომ მათი შვილები ხშირად ავადობენ.

წლის განმავლობაში რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსებიდან, დღესდღეობით, პირველ ადგილზე არის გრიპის ვირუსი. გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით.  ის გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ეს გრიპის ის ვირუსია წლებია, პანდემიამდეც და მის შემდეგაც ცირკულირებს. ოჯახში მხოლოდ ბავშვი რომ ხდება ცუდად და მისი უფროსი წევრები არ ავადდებიან, ეს ნიშნავს, რომ მათ უკვე გადატანილი აქვთ ეს ინფექცია და ახლა ბავშვია ავად, რომელსაც არ უავადია ამ ვირუსით. გარკვეულწილად, ეს არის სახადი ინფექცია. ამ შტამს ერთხელ გადაიტანს და გამოიმუშავებს იმუნიტეტს.

რა ახასიათებს ვირუსებს:

დროთა განმავლობაში მოდიფიცირება. ახლა რომ ყველამ გადაიტანა და იმუნიტეტი გამოიმუშავა, ისევ უნდა მოხდეს მისი ცირკულირება. მას ერთი მიზანი აქვს – გამრავლდეს  გარემოში და მუდმივად იარსებოს. მოდიფიცირებული ვირუსი უკვე მძიმედ აღარ დააავადებს ბავშვს. ამიტომ, ის არ უნდა ჩავკეტოთ – ბაღშიც უნდა იაროს, სკოლაშიც უნდა იაროს, რომ შეხვდეს ვირუსი და გადაიტანოს. სოციალიზაცია, პლუს, ნიშნავს იმ მიკრობების, ვირუსების ცოდნასა და შესაბამისი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, რაც გარემოში კონკრეტულ ეტაპზე არსებობს”.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

  ის, რაც ადამიანების უმეტესობას მხოლოდ ტუჩზე გამონაყარად მიაჩნია, სინამდვილეში ბევრად საშიშია - მხოლოდ ერთი საათია საჭირო იმისთვის, რომ ჰერპესი ადამიანის გენებში შეიჭრას

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights