პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარისხვა-ამბებიქვეყანაში 15-მდე სახეობის ვირუსი ცირკულირებს - სპეციალისტების რეკომენდაციები

ქვეყანაში 15-მდე სახეობის ვირუსი ცირკულირებს – სპეციალისტების რეკომენდაციები

ჯანმო-ს ბოლო ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით, გრიპით და სხვა რესპირატორული დაავადებებით ინფიცირების მაჩვენებელი უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რესპირაციული ინფექციებით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად პედიატრები პროგნოზირებენ, რომ იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება.

ხველა, სურდო, მაღალი სიცხე, საერთო სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი – ეს რესპირატორული ვირუსების დამახასიათებელი სიმპტომებია. სეზონური გრიპის იდენტიფიცირება მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. პედიატრებს ბოლო ორ კვირაში მსგავსი ჩივილებით ათობით პაციენტი მიმართავს.

ამ ეტაპზე, საქართველოში 15 სეზონური ვირუსი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ნაწილი – H1N1-ია. კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ადგილების დეფიციტი არ არის.

ექიმები ვირუსის პიკს 2-3 კვირაში ელოდებიან, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრ ცვლილებას არ აანონსებენ. ამბობენ, რომ გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად არ გაიზრდება.

სპეციალისტების რეკომენდაციით, სიმპტომების შემთხვევაში ოჯახის ექიმის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 5 წლამდე ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის.

ექიმები მოსახლეობას კვლავ გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას ურჩევენ.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „მაპატიეთ ბატონო მინისტრო, მაგრამ არ დაგეთანხმებით“ - გიორგი ფხაკაძე ზურაბ აზარაშვილს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights