სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVექიმები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

ექიმები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული – H1N1 და H1N2 შტამები ცირკულირებს.

სეზონური ვირუსების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში, ძირითადად, “ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.

მედიკოსების ინფორმაციით, რისკ ჯგუფებში ბავშვები და მოხუცები არიან. მათივე განმარტებით, აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება. სპეციალისტები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი ამ დროისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

„ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც“, – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსები, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.

„გრიპის ყველა ტიპის კლინიკური მიმდინარეობა მსგავსია – ახასიათებს მწვავე დასაწყისი, მაღალი ცხელება, შეიძლება თანდართული იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი. დაავადების მიმდინარეობა გრძელდება 5 დღიან 1 კვირამდ. გართულებულ შემთხვევებში, შეიძლება 2-3 კვირაც დასჭირდეს. რისკჯგუფში არიან, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვთ. პირველ რიგში, საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე, დახურული სივრცეების ხშირი განიავება,” – აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.”

ეპიდემიოლოგი მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მომართვიანობა მომატებულია.

„ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მომართვიანობა მომატებულია. უნდა აღინიშნოს, რომ უფრო მეტად არის რისკჯგუფებში – ეს არის ასაკობრივი ჯგუფები და სხვადასხვა სახის ფონური და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. ახასიათებს სიმპტომები, როგორიცაა ხველა, კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მაღალი ციფრები. თუკი ჩვენ აღგვენიშნება მსგავსი სიმპტომები, პრევენციული თვალსაზრისით, რათა დავიცვათ სხვაც, უნდა ვიყოთ იზოლაციაში,” – აცხადებს ეპიდემიოლოგი მაკა ბულეიშვილი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ბრიტანეთში ექიმებმა ქალს თავისი უფროსი დის საშვილოსნო გადაუნერგეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights