პარასკევი, თებერვალი 21, 2025
მთავარიშენი ექიმიშესაძლოა, არსებობდეს კავშირი ორსულობის დროს აცეტამინოფენის გამოყენებასა და ბავშვებში მეტყველების განვითარების შეფერხებას...

შესაძლოა, არსებობდეს კავშირი ორსულობის დროს აცეტამინოფენის გამოყენებასა და ბავშვებში მეტყველების განვითარების შეფერხებას შორის

ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი ორსულობის დროს აცეტამინოფენის გამოყენებასა და ბავშვებში მეტყველების განვითარების შეფერხებას შორის.
ილინოისის ბავშვების განვითარების კვლევის ფარგლებში დეტალურად შეაფასეს 2 და 3 წლის ასაკის ბავშვების მეტყველება. ინახა, რომ ამ ბავშვების დედების მიერ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში აცეტამინოფენის ხშირი მოხმარება დაკავშირებული იყო მეტყველების ჩამორჩენასთან, რაც განსაკუთრებით შეიმჩნეოდა მამრობითი სქესის ბავშვებში. გამოკვლეულ ბავშვებს ჰქონდათ უფრო მცირე ლექსიკა და 2 და 3 წლის ასაკში საუბრობდნენ მოკლე წინადადებებით.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი
ნაყოფის ტვინის განვითარებისთვის კრიტიკულ პერიოდებად ითვლება. კვლევამ აჩვენა, რომ მაგალითად, თუ ორსულმა მესამე ტრიმესტრში აცეტამინოფენი მიიღო კვირაში ერთხელ, მის შვილს, 2 წლის ასაკში, 26 სიტყვით ნაკლები შეიძლება ჰქონდეს ლექსიკაში.
სანამ გავაგრძელებდე, მინდა ვთქვა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დასკვნების სიფრთხილით ინტერპრეტაციას და ასევე, შემდგომი კვლევების ჩატარებას საბოლოო დასკვნების გამოსატანად.
აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ჯერ ისევ უსაფრთხოდ ითვლება ორსულებში აცეტამინოფენის გამოყენება ცხელების, ძლიერი ტკივილის ან ძლიერი დისკომფორტის დროს, რადგან უკონტროლო ტემპერატურა ან ტკივილი შეიძლება საშიში იყოს როგორც ნაყოფისთვის, ასევე დედისთვის! თუმცა, კვლევის ავტორები ორსულებს ურჩევენ, რომ ფრთხილად იყვნენ და თავი შეიკავონ მსუბუქი ტკივილის ან დისკომფორტის დროს აცეტამინოფენის გამოყენებისგან.
აცეტამინოფენი (ტაილენოლი/პარაცეტამოლი/პანადოლი/ბენურონი) ყველაზე გავრცელებული და ერთადერთი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც ამ ეტაპზე უსაფრთხოდ ითვლება ორსულობის დროს.
თუმცა, უკვე ვიცით, რომ აცეტამინოფენს შეუძლია გადაკვეთოს პლაცენტა, რამაც ბოლო პერიოდში მკვეთრად გაზარდა ინტერესი ბავშვის განვითარების შედეგებზე მისი გავლენის შესასწავლად.
დღემდე ამ თემაზე ჩატარებული კვლევები ორაზროვანი და ძირითადად დაკვირვებითი ხასიათისაა; ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ აცეტამინოფენი უსაფრთხოა ორსულობის დროს გამოსაყენებლად, ზოგიერთი კი ვარაუდობს, რომ არსებობს პოტენციური კავშირი ორსულობის დროს აცეტამინოფენის გამოყენებასა და ბავშვის განვითარების არასასურველ შედეგებს შორის.
ეს კონკრეტული ახალი კვლევა არის ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ორსულობის სხვადასხვა ტრიმესტრში შეისწავლა აცეტამინოფენის გამოყენების გავლენა ბავშვის მეტყველების განვითარებაზე.
აცეტამინოფენი რჩება აუცილებელ მედიკამენტად ორსულობისას სერიოზული ტკივილისა და ცხელების დროს გამოსაყენებლად.
თუმცა, ორსულები უნდა მოერიდონ მის გამოყენებას მსუბუქი ტკივილის ან დისკომფორტის დროს.
პოსტში ნახსენები კვლევა ნახეთ კომენტარებში
Recently published research suggests a potential link between the use of acetaminophen (the active ingredient in Tylenol) during pregnancy and language delays in children.
However, it’s important to note that these findings need to be interpreted with caution and should be tested in larger studies before drawing any definitive conclusions.
Acetaminophen is commonly considered safe for pregnant women to use for fever, severe pain, or discomfort, which can be dangerous if left uncontrolled. The study highlights the need for caution when using acetaminophen for more mild discomforts during pregnancy.
Previous research on acetaminophen use during pregnancy has yielded mixed results, with some studies suggesting no association with poor outcomes and others indicating potential negative developmental effects.
The study in question focused on acetaminophen use by trimester and its impact on language development in children aged 2 and 3 years. The findings suggested that increased acetaminophen usage during the second and third trimesters was associated with language delays, particularly in male children. The study suggested that if a pregnant individual took acetaminophen once per week during the third trimester, their child might exhibit 26 fewer words at age 2.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ – ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ – ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

19 თებერვალი 2025
როგორ დავუკავშიროთ სამზარეულოს წინსაფარი სამუშაო ზედაპირს

როგორ დავუკავშიროთ სამზარეულოს წინსაფარი სამუშაო ზედაპირს

თებერვალი 20, 2025
ყავა და წყალი – რატომ უნდა მივაყოლოთ ყავას წყალი

ყავა და წყალი – რატომ უნდა მივაყოლოთ ყავას წყალი

თებერვალი 20, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
სოფელი ბოჭორნა – ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი მთელ ევროპაში

სოფელი ბოჭორნა – ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი მთელ ევროპაში

თებერვალი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა გავლენას ახდენს თევზის კვების რაციონში შეტანა ადამიანის ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს თევზის კვების რაციონში შეტანა ადამიანის ჯანმრთელობაზე

თებერვალი 20, 2025
ბალენსიაგას სამი გამორჩეული კაბა, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ქალბატონებმა მოირგეს

ბალენსიაგას სამი გამორჩეული კაბა, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ქალბატონებმა მოირგეს

თებერვალი 20, 2025
სეზონური მოგზაურობის იდეები – საუკეთესო მიმართულებები წელიწადის ყველა დროისთვის

სეზონური მოგზაურობის იდეები – საუკეთესო მიმართულებები წელიწადის ყველა დროისთვის

20 თებერვალი 2025
სადგურის მოედანი —ისტორია, არქიტექტურა და თანამედროვე მნიშვნელობა

სადგურის მოედანი —ისტორია, არქიტექტურა და თანამედროვე მნიშვნელობა

თებერვალი 20, 2025
Microsoft-მა Xbox-ისთვის AI მოდელი Muse წარმოადგინა

Microsoft-მა Xbox-ისთვის AI მოდელი Muse წარმოადგინა

თებერვალი 20, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights