სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბები"კოვიდ-19“-„გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია“ - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

“კოვიდ-19“-„გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია“ – ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში „კოვიდის” შემთხვევები გაიზარდა. სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე შეკრებებმა და ვირუსის ახალმა ვარიანტმა მდგომარეობა უფრო გაამწვავა.

„2023 წლის დე­კემ­ბერ­ში “კო­ვიდ-19“-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 10 000-ს მი­აღ­წია“, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სი ავ­რცე­ლებს.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვე­ში 10 000 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა პან­დე­მი­ის პიკ­ზე ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­დი სიკ­ვდი­ლის ეს დონე მი­უ­ღე­ბე­ლია.

გააგრძელეთ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანცირების გამოყენება გამოვლენის შესამცირებლად“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა და მოსახლეობას მოუწოდა, გაიკეთონ შემოწმება „კოვიდ-19“-ზე და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას მიმართონ“, – გა­ნა­ცხა­და ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუს­მა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მთავ­რო­ბებს მო­უ­წო­და, რომ დაკ­ვირ­ვე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გა­აგ­რძე­ლონ

ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სის ცნო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი JN.1 ვა­რი­ან­ტი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა იგი “ომიკ­რო­ნის“ ვა­რი­ან­ტია და დღეს არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, თით­ქმის 50 ქვე­ყა­ნა­ში, ძი­რი­თა­დად, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მოხ­ვედ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 42%-ით გა­ი­ზარ­და.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  2023 წლის 5 მაისს, ჯანმრთელობის გლობალური საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights