სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TV„ახლა თუ ვინმე გადაწყვეტს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას...“ - ივანე ჩხაიძე

„ახლა თუ ვინმე გადაწყვეტს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას…“ – ივანე ჩხაიძე

„გრიპის სეზონური ვირუსის შემთხვევების მომატებასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობაც გაიზარდა“. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპის ვირუსების რაოდენობამ მოიმატა.

„მომატებულია პაციენტების რაოდენობის მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. ვირუსი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს, არის A ტიპის ვირუსი და მისი ორი სხვადასხვა ვარიანტი: H1 ტიპის ვირუსი და შედარებით ნაკლებია H3 ტიპი ვირუსი. როგორც H1, ასევე H3 ფორმა ხასიათდება მაღალი ტემპერატურით – 38-38,5 გრადუსი და მეტი, ძლიერი სისუსტე, თავის, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება.

ახლა თუ ვინმე გადაწყვეტს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს მოქმედებას. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი საშუალება ნიღბის ტარებაა, კონტაქტების შეზღუდვა, დისტანცირება, ხელების ხშირი ჰიგიენა – ყველაფერი ის, რასაც ჩვენ წარმატებით ვიყენებდით კორონავირუსის პრევენციის მიზნით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ჩვეულებრივი სეზონია - გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია...“ - პაატა იმნაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights