ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისხვა-ამბებიარის თუ არა გავრცელებული Covid 19-ის ახალი შტამი საქართველოში...

არის თუ არა გავრცელებული Covid 19-ის ახალი შტამი საქართველოში…

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,ამ დროისთვის ქვეყანაში 15-მდე სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა 3, მათ შორის კი არის ე.წ. ღორის გრიპი.

ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდებს. უწყება, ამ დრომდე, არ აქვეყნებს ოფიციალურ სტატისტიკას, არის თუ არა გავრცელებული Covid 19-ის ახალი შტამი საქართველოში. “ჯეი ენ 1” მსოფლიოში უკვე დეკემბრიდან ცირკულირებს, თუმცა უცნობია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში.

„თავის დროზე ეს სტატისტიკა ყოველდღიურად იდებოდა. რა არის ამაში დასამალი. ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს, ეს სტატისტიკა იქნება თუ რეკომენდაციები, ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან. შეხსენება საჭიროა მოსახლეობისთვის მუდმივ რეჟიმში, თუ რა ხდება ამ პერიოდში, როცა ეს ვირუსები აქტიურდება. თუ რა პრევენციული აქტივობები უნდა იქნეს დაცული – ხელების დაბანა, განიავება, თავშეყრის ადგილებში სასურველია, რომ პირბადეები ატაროს მოსახლეობამ…” – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი სჭარბობდა გრიპსა და კორონავირუსსაც.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „საუბარია მედიკამენტების მიმართულებით ფასების შემცირებაზე. ასევე არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში ჩვენს უწყებასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის“- GCCA-ის თავმჯდომარე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights