სამშაბათი, აპრილი 22, 2025
მთავარისხვა-ამბები„მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები...“ - პაატა იმნაძე

„მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები…“ – პაატა იმნაძე

მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია.

მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე. დღეს, კორონავირუსის ძალიან ცოტა შემთხვევა გვაქვს. 3% არის დღეს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. კორონავირუსის ახალი შტამები – JN.1 და HV.1 ქვეყანაში ჯერ არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნა იმნაძემ.

მისი თქმით, ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს.

„ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია. არის რესპირატორული ვირუსი. შესაძლოა, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს.

ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს. ახლა კორონას შემთხვევები ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. შეიძლება, ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია.  ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.

„39 ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი საშუალება. არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც ვირუსული დაავადებაა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

  „ვერაგი კოვიდი +ნარკოტიკები = სიკვდილს“

მისივე თქმით, დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ნი­ღა­ბი არა­ვის უკე­თია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახლა “აიშ­ვეს“ და ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ჩვე­ულ ად­გილს და­უბ­რუნ­დნენ ეს ვირუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც 2 წელი არ­სად ჩან­დნენ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights