სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TV„იმუნიტეტი ყალიბდება ამ ინფექციის გადატანის შემდგომ“ - ინფექციონისტი სეზონურ ვირუსებზე

„იმუნიტეტი ყალიბდება ამ ინფექციის გადატანის შემდგომ“ – ინფექციონისტი სეზონურ ვირუსებზე

„წლის განმავლობაში, რამდენიმე ახალი ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსებიდან, ამ სეზონზე, პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია, მისი სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით.“ ამის შესახებ ინფექციონისტმა მალვინა ჯავახაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს გრიპის ის ვირუსია, რომელიც ბოლო წლებია, პანდემიამდე და მის შემდეგ ცირკულირებს

„წლის განმავლობაში, რამდენიმე ახალი ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსებიდან, ამ სეზონზე, პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია, მისი სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით.

ეს გრიპის ის ვირუსია, რომელიც ბოლო წლებია, პანდემიამდე და მის შემდეგ ცირკულირებს. ოჯახში მხოლოდ ბავშვი რომ ხდება ცუდად და ოჯახის უფროსი წევრები არ არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე გადატანილი აქვთ ეს ინფექცია და ახლა ბავშვია ავად, რომელსაც არ უავადია ამ ვირუსით. ეს არის გარკვეულწილად, სახადი ინფექცია. ძალიან კარგი, ამ შტამს თუ ერთხელ გადაიტანს, რადგან იმუნიტეტი ყალიბდება ამ ინფექციის გადატანის შემდგომ.

დროთა განმავლობაში ამ ვირუსებს ახასიათებს მოდიფიცირება, მოდიფიცირებული ვირუსი ისე მძიმედ აღარ დააავადებს ბავშვებს. ამიტომ არ უნდა ჩავკეტოთ, ბაღშიც უნდა იაროს, სკოლაშიც, შეხვდეს, გადაიტანს”, განაცხადა მალვინა ჯავახაძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვი ახალ სეზონს გაკაჟებული შეხვდეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights