პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
მთავარისხვა-ამბები„ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს - ბავშვი, რომელიც ბაღში დადის, წელიწადში 18-ჯერ...

„ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს – ბავშვი, რომელიც ბაღში დადის, წელიწადში 18-ჯერ რომ გაცივდეს, ნორმაა” – პაატა იმნაძე

მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია.

მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი.

„ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია. არის რესპირატორული ვირუსი. შესაძლოა, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს.

ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს. ახლა კორონას შემთხვევები ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. შეიძლება, ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია.  ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.

„39 ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი საშუალება. არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც ვირუსული დაავადებაა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ნი­ღა­ბი არა­ვის უკე­თია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახლა “აიშ­ვეს“ და ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ჩვე­ულ ად­გილს და­უბ­რუნ­დნენ ეს ვირუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც 2 წელი არ­სად ჩან­დნენ.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა.

„გრი­პის ვირუსს 5-წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბის დიდი რის­კი აქვს. ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ პრე­ვენ­ცი­ის სა­მიზ­ნეს სწო­რედ 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში არის სწო­რედ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია. ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­სა­ლოდ­ნე­ლი გრი­პის ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბა, კერ­ძოდ, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა.“

მისი თქმით, პა­ცი­ენ­ტე­ბის თით­ქმის 30%-ს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უდას­ტურ­დე­ბა,

„კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის თით­ქმის 30%-ს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უდას­ტურ­დე­ბა. დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, 25-30 პა­ცი­ენ­ტი იწვა სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბით, დე­კემ­ბრის ბო­ლოს, იან­ვრის და­სა­წყის­ში ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი 75-80-ის ფარ­გლებ­შია.

წელს ეს შემ­თხვე­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე იყო გა­სულ 2 წელს. თუ 2022 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს 380 შემ­თხვე­ვა იყო 100 ათასს მო­სახ­ლე­ზე, ახლა 160-170 არის, ამი­ტომ დიახ, მა­ტე­ბა არის, მაგ­რამ არა იმ­დე­ნი, რო­გორც 2022 და 2021 წელს იყო. შე­საძ­ლე­ბე­ლია, იან­ვარ­ში მო­ი­მა­ტოს ამ ციფ­რებ­მა, წინ არის იან­ვა­რი“, – აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights