სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TV„შემთხვევები მოიმატებს, მოვუწოდებ ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ“

„შემთხვევები მოიმატებს, მოვუწოდებ ყველას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ“

მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია. მაღალია მიმართვიანობა კლინიკებში. პედიატრიული განყოფილებები თითქმის სრულად შევსებულია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს. ფიქსირდება გრიპის გართულებული შემთხვევები, პნევმონია, განსაკუთრებით მოზარდებში. გავრცელებულია კორონავირუსიც.

მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

„ამჟამად კლინიკაში პაციენტების მიმართვიანობა ძირითადად რესპირატორული ვირუსების ინფექციების შემთხვევებს უკავშირდება“. ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე გამოვლინდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიც.

„გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონქიოლიტის დიაგნოზით. არის კოვიდის დადასტურებული შემთხვევებიც, ახლაც ორი ბავშვი გვიწევს, ორ თვემდე ასაკის ბავშვები არიან“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. ვინც არ არის აცრილი, მოვუწოდებდი, ყველამ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „1100-ზე მეტი პაციენტი მიღებას ელოდება - ყველაზე ცუდი მდგომარეობაა რომში“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights