სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVრა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს...

რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა

კაუდალური ეპიდურალური ინიექცია არის პროცედურა, რომლის შესახებაც, საქართველოში დღეს ნაკლებად არის გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად მისი მაღალი ეფექტურობისა. ეს არის წელის ტკივილის მკურნალობის მეთოდი ქირურგიული ჩარევის გარეშე.

საქართველოში მოღვაწე წამყვანი ნეიროქირურგი – არჩილ ერისთავი – გვიზიარებს დეტალურ ინფორმაციას რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა.

რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?

კაუდალური ეპიდურალური ინიექცია გამოიყენება წელის ტკივილის სამკურნალოდ და ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ოპერაციის ალტერნატიულ მეთოდს. ეს არის სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის შეყვანა გავა-წელის მიდამოს ეპიდურულ სივრცეში.

რატომ კეთდება კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?

ეპიდურალური ინიექცია ინიშნება წელის ტკივილის და ფეხებისკენ მიმავალი ნერვების ტკივილის და ანთების დროს.

რა შეიძლება იყოს ტკივილის და ანთების გამომწვევი მიზეზი?

  • ხერხემლის არხის სტენოზი
  • რადიკულოპათია
  • ხერხემლის დისკის თიაქარი
  • ხერხემლის დეგენერაცია
  • წელის წარუმატებელი ოპერაციის სინდრომი

როგორ მუშაობს კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როგორც წელის ტკივილის მკურნალობა?

ინიექცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის კომბინაცია სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის ადგილობრივ გამაყუჩებელთან ერთად. ადგილობრივი გამაყუჩებელი ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას საწყის ეტაპზე, ხოლო სტეროიდებს აქვთ ხანგრძლივი (რამდენიმე თვიანი) ეფექტი ნერვების ანთების და გაღიზიანების შემცირებაზე და ტკივილის მოხსნაზე. ინიექციას ასევე შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური ეფექტი შეკუმშული ნერვების ირგვლივ სივრცის გაზრდაზე.

როგორ კეთდება კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?

კაუდალური ეპიდურალური ინიექცია ტარდება დღის პროცედურის სახით (პაციენტი არ საჭიროებს საავადმყოფოში ღამის გატარებას). პროცედურის სარგებელი და შესაძლო რისკები განიხილება ექიმთან კონსულტაციის დროს. კაუდალური ეპიდურალური ინიექციის დღეს პაციენტი მოკლე დროით თავსდება პალატაში. პროცედურის დაწყებამდე მას აქვს საშუალება გაესაუბროთ ექიმს და დაუსვას დამატებითი კითხვები პროცედურის შესახებ. კაუდალური ეპიდურალური ინიექციის პროცედურა ტარდება საოპერაციო ოთახში, სადაც პაციენტი გადაჰყავთ უშუალოდ პროცედურის წინ.

პროცედურა გრძელდება 15-30 წუთი და ძირითადად უმტკივნეულოა. პროცედურიდან 30-40 წუთში პაციენტს შეუძლია სახლში წასვლა. პირველი 24 საათის განმავლობაში რეკომენდებულია თავის არიდება ძლიერი აქტივობისგან.

  „მედცენტრში“ ტრავმატოლოგიურ- ორთოპედიულ განყოფილებაში დაინერგა მინი ინვაზიური ართროსკოპიული ოპერაციები მუხლის სახსარზე

პროცედურის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვედს.

თუ გაწუხებთ წელის ტკივილი ან მასთან დაკავშირებული სიმპტომები, დაუკავშირდით კონსულტაციისთვის:

ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი, MD, PhD

Tel: +995 599820404

Email: contact@neurosurgeon.ge

Web: https://www.neurosurgeon.ge/ka

არჩილ ერისთავი 22 წლიანი პრაქტიკის მქონე ნეიროქირურგია, რომელიც 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები. მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights