სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVრა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს

რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს

რა იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას, თმის ცვენასა და კანის სიმშრალეს

საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე:

„ფრჩხილები მარტივად თუ გტყდებათ, ამას 3 წამყვანი მიზეზი აქვს, რომელთა მოგვარებითაც ფრჩხილებს შეინარჩუნებთ. არა მარტო ფრჩხილებს, თმასაც. ვისაც ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა აწუხებს, ასევე აწუხებს კანის სიმშრალე, ტუჩის კუთხეებში ნახეთქები, თმის ცვენა – ნომერ პირველი მიზეზი რკინის ნაკლებობაა. თუ თქვენს სხეულში რკინა დაქვეითებული რაოდენობითაა, შესაძლოა, ეს თავიდან ანემიით არ გამოვლინდეს და ფრჩხილების მომატებული მტვრევადობით გამოიხატებოდეს. ჩაიცვამთ რაღაცას, გამოდებთ ფრჩხილს და მაშინვე გძვრებათ…

პრობლემა მოგვარება თუ გინდათ, ერთ-ერთი გამოსავალი არის, – რკინით მდიდარი საკვები მიიღოთ. რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეები, ვაშლი, ხორცი. მაგრამ, არ მოტყუვდეთ, მცენარეებში არსებულ რკინას ჩვენი სხეული ძალიან რთულად იღებს. მიირთვით ხორცეული. წითელ ხორცში არსებული რკინა ჩვენი სხეულის მიერ ძალიან ადვილად შეიწოვება. ამიტომ, რკინა შეივსეთ. რკინა შეგიძლიათ, დანამატების სახითაც მიიღოთ, თუმცა სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.

მეორე მიზეზი, რაც შეიძლება ფრჩხილების მტვრევადობას იწვევდეს, ეს ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული აქტივობაა. როცა ის თქვენს სხეულში საკმარისი რაოდენობის თიროქსინი და ტრიიოდთირონინი არ წარმოიქმნება, სხეულში მეტაბოლიზმი ქვეითდება, მათ შორის თმის ძირებში, ფრჩხილის ძირებში, კანში და სწორედ ეს იწვევს მიდრეკილებას, რომ ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე გაქვთ. ამიტომ, მსგავსი პრობლემების დროს, თქვენი ამოცანაა, ენდოკრინოლოგთან მიხვიდეთ და იმკურნალოთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ხართ ისეთ ადგილებში, სადაც იოდის ნაკლებობაა, ჰიპოთირეოზისკენ მიდრეკილება გექნებათ. ამიტომ, იოდი უნდა შეივსოთ. ეს შეიძლება იოდიზირებული მარილის სახით იყოს. კვერცხი, თევზეული იოდის კარგი წყაროა. ასევე, ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, თუმცა ისინი ჩვენთვის რთულად მისაწვდომია.

მესამე მიზეზი, რაც შეიძლება ფრჩხილების მომატებულ მტვრევადობას იწვევდეს, D ვიტამინის ნაკლებობაა. თუ სხეულს D ვიტამინი აკლია, სხეული კალციუმსაც ნაკლებად იყენებს. შეიძლება, სისხლში კალციუმის რაოდენობა ნორმაში გქონდეთ, მაგრამ ის ქსოვილების მიერ რთულად გამოიყენება, იმიტომ რომ სხეულში D ვიტამინი საკმარისი რაოდენობით არ არის. ამიტომაა, რომ ფრჩხილების ადვილად მტვრევისკენ ხართ მიდრეკილნი.

  რა დაავადებების სიმპტომია შუილი ყურებში ანუ ტინიტუსი – ექიმის რჩევები

შესაძლოა, ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე აღნიშნულმა პრობლემებმა გამოიწვიოს.

B ჯგუფის ვიტამინები ასევე შეიძლება ფრჩხილების მომატებული მტვრევის მიზეზი იყოს. ასევე, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, აღნიშნულ პრობლემას აკნეს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი იწვევდეს, რომელიც მძიმე ფორმის დროს ინიშნება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights