პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარიპულსი TVდამწვრობის ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ

დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ

თბილისში, დამწვრობის ცენტრში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ-ერთი ბავშვი ახალ წლამდე გადმოიყვანეს რეგიონიდან. მოზარდს დამწვარი ჰქონდა სახე, კისერი, გულმკერდი და ზედა კიდურები, აფეთქების შედეგად დაზიანებულია სასუნთქი გზებიც. ჩაუტარდა ორი ქირურგიული ოპერაცია, ახლა გაუმჯობესების სტადიაშია.

„მეორე ბავშვი სახის დამწვრობით. დამწვრობა ღრმა არ არის, თვალები არ აქვს დაზიანებული. პიროტექნიკის აფეთქებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია“, – აღნიშნა  გუგა ქაშიბაძემ.

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით კლინიკაში „რუსთავი“ 8 პაციენტი შეიყვანეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „ახალი წლის დღეებში ზოოპარკთან ახლოს არ გამოიყენოთ პიროტექნიკა“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights