სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო(DRG) დაფინანსების მოდელი, ქვეყანაში წარმატებით დაინერგა - პაციენტების თანაგადახდა, 27%-დან 10%-მდე შემცირდა

(DRG) დაფინანსების მოდელი, ქვეყანაში წარმატებით დაინერგა – პაციენტების თანაგადახდა, 27%-დან 10%-მდე შემცირდა

ჯანდაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, DRG რეფორმა შეაფასა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი, ქვეყანაში, წარმატებით დაინერგა – მისი ამოქმედებიდან, 1 წლის შემდეგ, პაციენტების თანაგადახდა, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისა და ჯიბიდან გადახდების კიდევ უფრო შესამცირებლად, რეფორმა აქტიურად გაგრძელდება.
როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა, DRG რეფორმის დაწყებიდან – დღემდე, 395 000-ზე მეტ მოქალაქეს, 550 000-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა, სახელმწიფომ, დაახლოებით, 840 მილიონი ლარით დაუფინანსა.
აღსანიშნავია, რომ DRG-ის ამოქმედების შედეგად, სრულად იფარება პაციენტის კვება, ამასთან გაუქმდა მანამდე არსებული 500 და 1000-ლარიანი ფრანჩიზები, რომლის ხარჯიც, ჯამურად, სახელმწიფოს 20 მილიონ ლარამდე დაუჯდა.
თუ რეფორმის პირველ ეტაპზე, დაფინანსების DRG მოდელი გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ მომსახურებაზე, ინფექციური დაავადებების მართვაზე, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობაზე ვრცელდებოდა, 2023 წლის ნოემბრიდან, მათ საკეისრო კვეთისა და მშობიარობის მომსახურებები დაემატა. ცვლილების მიხედვით, ამ ორი სერვისის ტარიფი გათანაბრდა და 1222 ლარით განისაზღვრა. აღნიშნულ მომსახურებებზე, DRG სისტემით, უკვე დაფინანსდა 3500-ზე მეტი მშობიარობა. აქვე აღსანიშნავია, რომ სიახლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, არასაჭირო საკეისრო კვეთების შემცირება იყო, რაც ასევე, წარმატებულად სრულდება და სახეზეა მაჩვენებლის კლებაც.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, DRG რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, განსაზღვრულ სამართლიან ტარიფებთან ერთად, ეფექტური მონიტორინგის სისტემაა. სამართლიანი ტარიფების დაწესების მიზნით, ფასები გადაიხედა და ტარიფები განახლდა 88 DRG კოდზე. აღსანიშნავია, რომ ტარიფების ცვლილება სექტორის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ აგრძელებს მუშაობას DRG სისტემის გაფართოებაზე. სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების აღნიშნული მოდელი, ეტაპობრივად, ყველა მომსახურებაზე გავრცელდება.
საქართველოში, DRG სისტემა 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემაში ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიღწევაა.
DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება სამართლიანი ფასები, რომელსაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის იხდის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და სხვა, საერთაშორისო ექსპერტების განცხადებით, საქართველოში, DRG სისტემა წარმატებით დაინერგა და ხორციელდება.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ძირითადად, დაფინანსების მოდელების შეცვლა“-მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights