ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიპულსი TVრას ნიშნავს ვირტუალური აუტიზმი?! - მშობელი  ფრთხილად და ძალიან ყურადღებით უნდა იყოს...

რას ნიშნავს ვირტუალური აუტიზმი?! – მშობელი  ფრთხილად და ძალიან ყურადღებით უნდა იყოს…

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

რას ნიშნავს ვირტუალური აუტიზმი?!

საუბრობს ბავშვთა ნევროლოგი სოფო ბახტაძე:

„ვირტუალური აუტიზმი, დავაკონკრეტებ, ჯერ არ არის სამედიცინო ტერმინოლოგიაში როგორც დაავადება იდენტიფიცირებული. ეს ტერმინი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, ის ქცევითი დარღვევები, რაც ეკრანდამოკიდებულებას ახლავს თან იყოს საერთო აუტიზმთან, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ აუტიზმი ნეიროფსიქიატრიული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრობლემა, სოციალური ინტერაქციის სიღარიბე და თვალის თვალთან კონტაქტი. აუტიზმის დიაგნოსტირების ქვაკუთხედი სწორედ ეს სამი ძირითადი ფაქტორია.

ეკრანდამოკიდებული ბავშვი მეტ-ნაკლებად იზოლირებულია გარესამყაროსგან. ვისაც ეს პრობლემა აქვს ოჯახში, ყველა დამეთანხმება, რომ მათ ძალიან აწუხებთ, როცა ბავშვი იზოლირებულია სოციუმისგან.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იზოლაცია არის ის, რაც მას საერთო შეიძლება ჰქონდეს აუტიზმთან. სოციალური დისტანცირება აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ სოციალური იზოლაციისგან. ეკრანდამოკიდებულ ბავშვს, რომელიც მიჯაჭვულია ეკრანთან თავისი გასართობი თუ სოციალური აქტივობის დროს, დაემატა აკადემიური საქმიანობაც. ეკრანმა მიიღო აკადემიური ატრიბუტის, აკადემიური ხელსაწყოს ფუნქცია. აქ უკვე მივიღეთ ეკრანდამოკიდებულების დაჯამებული, სუმირებული ეფექტი. მშობელი  ფრთხილად და ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, მისი შვილის ეკრანდამოკიდებულება რომ არ გადაიზარდოს ქრონიკულ სოციალურ იზოლაციაში“.

 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადი ჯანმრთელობის, განსაკუთრებით კი, გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights