სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„რეპროდუქციული ტექნოლოგიების სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ეროვნული რეესტრის ამოქმედება მარტივს გახდის მიკვლევადობას და...

„რეპროდუქციული ტექნოლოგიების სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის ეროვნული რეესტრის ამოქმედება მარტივს გახდის მიკვლევადობას და სამინისტროსთვის უკეთესი ზედამხედველობის ფუნქციას შექმნის“

„2024 წლის პირველი იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტროში ერთიანი ეროვნული რეესტრი ამოქმედდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ერთიან ეროვნული რეესტრში უნდა შევიდეს ის ინფორმაცია, რომელიც შეეხება მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისებს მიმღების, დონორის, სუროგატის და ასევე რეპროდუქციული უჯრედების შესახებ, რაც მარტივს გახდის მიკვლევადობას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და ასევე შექმნის სამინისტროსთვის უკეთესი ზედამხედველობის ფუნქციას“, – განაცხადა გაბუნიამ.

რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს. კანონპროექტი მთავრობის წევრებმა განიხილეს. სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის.

რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს შეესაბამება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანდაცვის ბიუჯეტი 51 მლნ ლარზე მეტი იქნება, რის შედეგადაც დაიგეგმა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights