შაბათი, მაისი 17, 2025
მთავარისამინისტრო„კლინიკებმა მომავალი წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ საერთაშორისო აკრედიტაცია“

„კლინიკებმა მომავალი წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ საერთაშორისო აკრედიტაცია“

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE“ კლინიკების აკრედიტაციის შესახებ ისაუბრა.

„ფასწამორმქნასთან ერთად მნიშვნელოვანია ხარისხთან დაკავშირებული ღონისძიებები, კლინიკებისთვის სავალდებულოა აკრედიტაცია, წლის ბოლომდე კონტრაქტები უნდა იყოს გაფორმებული. კლინიკებმა მომავალი წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული იყვნენ“, – განაცხადა , ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. მედიკამენტების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს დაწყებული და აქტიურად ვამოწმებთ ხარისხს…“ – აღნიშნა მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

 

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights