სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„ანაზღაურების DRG მეთოდი პაციენტისთვის მოხერხებული, გამჭვირვალე და სამართლიანია“

„ანაზღაურების DRG მეთოდი პაციენტისთვის მოხერხებული, გამჭვირვალე და სამართლიანია“

„მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურებაზე, ანაზღაურების DRG მეთოდი პაციენტისთვის მოხერხებული, გამჭვირვალე და სამართლიანია. პაციენტმა იცის, რომ სახელმწიფო ფარავს ყველაფერს, რაც მას ამ დროს სჭირდება“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გადაცემაში „მოამბე“.
მისი თქმით, ცვლილების ამოქმედებიდან, პირველსავე თვეში, გვაქვს საკეისრო კვეთების გარკვეული კვლება, რაც მანამდე, სამწუხაროდ, ძალიან მაღალი იყო – ზოგადი სურათის მიხედვით, საკეისრო კვეთების წილი უკვე 40%-ზე ნაკლებია;
„ის, რაც დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში დანერგილია ხარისხის სისტემის უზრუნველყოფის სახით, მთელს ქვეყანაში თანაბარი სტანდარტის მოლოდინის შესაძლებლობას იძლევა;
კლინიკის პასუხისმგებლობაა, რომ მშობიარეს დაახვედროს გამოცდილი გუნდი და ექიმი, რომელსაც შეუძლია ყველანაირი სირთულის მშობიარობის მართვა“ – ამბობს თამარ გაბუნია.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და შეთავაზებებიც, ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ, მათ შორის - გრძელვადიანი მოვლის უზრუნველყოფის, მედდების განათლებისა და საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შექმნის მიმართულებით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights