სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაციაგიორგი ფხაკაძე მედცენტრს ეწვია - მედცენტრი არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია...

გიორგი ფხაკაძე მედცენტრს ეწვია – მედცენტრი არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

გიორგი ფხაკაძე მედცენტრი / MedCenter-ს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას და მედპერსონალს. ისაუბრეს აკრიდატიციის პროცესის შესახებ.

მედცენტრი / MedCenter ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი.

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. მედცენტრი / MedCenter ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…

„ჩვენ, საქართველოში გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. რაც მთავარია, პაციენტებისათვის უსაფრთხო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

1945 წელის აჭარაში დაარსდა პირველი ონკოლოგიური დაწესებულება ონკოპუნქტის სახელით.

1951 წელს N 1 საავადმყოფოს ბაზაზე
დაარსდა აჭარის ა რ ონკოლოგიური დისპანსერი.

1965 წლიდან აჭარის ა რ ონლოგიური დისპანსერს ემატება სტაციონარი და ფუნქციონირებას იწყებს (პუშკინის N118) როგორც შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი“
2012 წელს დაიწყოახალი ეტაპი შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი“-ს
ისტორიაში,მოხდა ჰოსპიტალის სრული რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია ,განახლდა დიაგნოსტიკური რგოლი, დაინერგა ახალი მიმართულებები,ჰოსპიტალმა დაიწყო ფუნქციონირება,როგორც მაღალტექნოლოგიურმა, მრავალპროფილურმა სამედიცინო დაწესებულებამ ,,მედცენტრის“ სახელწოდებით.

„მედცენტრი“ წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ,მრავალპროფილურ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას. ჰოსპიტალში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევები,რაც ძალზე მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში,ყოველივე ეს კი მოსახლეობას საშუალებას აძლევს ქვეყნიდან გაუსვლელად მიიროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება.

კორპორაცია „მედცენტრი“ აერთიანებს რამდენიმე ფილიალს, რათა მოხდეს თითოეული პაციენტის მოთხოვნების გათვალისწინება!
არის ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მყუდრო ატმოსფეროში.

  „ძალიან მაგარია - ოღონდ მართლა, გილოცავთ…“ -გიორგი ფხაკაძე
კლინიკა მდებარეობს შემდეგ მისამართზე:  ქ.ბათუმი 26 მაისის ქ. N74/ა.პუშკინის ქ.N118-120

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights