სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„ასეთ შემთხვევებში გვაქვს საკმაოდ მკაცრი რეაგირება - შესაბამისი სანქციები აუცილებლად განხორციელდება ჯანდაცვის...

„ასეთ შემთხვევებში გვაქვს საკმაოდ მკაცრი რეაგირება – შესაბამისი სანქციები აუცილებლად განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“ – ილია ღუდუშაური

„მშობიარობისა და საკეისროს დროს, აყვანილი ექიმის ანაზღაურება გათვალისწინებულია იმ ტარიფში, რომელიც დავაწესეთ. ამ სერვისის გამო, არცერთ კლინიკას არ აქვს უფლება პაციენტი გაიყვანოს დაფინანსების DRG მოდელიდან და ასეთ შემთხვევებში გვაქვს საკმაოდ მკაცრი რეაგირება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „ქრონიკაში“ განაცხადა. ილია ღუდუშაურის განმარტებით, რეფორმა სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს კლინიკები, რომლებიც ერთგვარ, პრემიუმ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს, მაგალითად VIP პალატები და ა.შ, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს.

„ქვეყანაში არსებობს კლინიკები, რომლებიც ერთგვარ, პრემიუმ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს, მაგალითად VIP პალატები და ა.შ, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სურს, ე.წ. VIP პალატა ან სხვა ექსტრაორდინარული სერვისი, რა თქმა უნდა, შეუძლია, ერთჯერადად, გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და თავად დააფინანსოს მომსახურების ხარჯები. თუმცა, აყვანილი ექიმის მომსახურება, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არის ტარიფში გათვალისწინებული და ამ მიზეზით, პაციენტის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა, არ შეიძლება. ახლაც, როდესაც პროგრამა საპილოტე რეჟიმი მოქმედებს, ვახდენთ რეაგირებას და კლინიკებს ვატყობინებთ, რომ არ შეიძლება, ამ მიზეზით, მარტივად რომ ვთქვათ, პაციენტები მოვატყუოთ.

თუმცა, ორი თვის თავზე, როდესაც პროგრამის საპილოტე რეჟიმი დასრულდება, ამოქმედდება სანქციები და შესაბამისი სანქციები აუცილებლად განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„სერვისების სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ადრე დავიწყეთ კომუნიკაცია კლინიკებთან და ასოციაციებთან. ამ კომუნიკაციის შედეგად, ვფიქრობ, რომ სამშობიაროების აბსოლუტური უმრავლესობა მეტ ნაკლებად კმაყოფილია. რაც შეეხება გარკვეულ გამოწვევებს, რაც კონკრეტულ, მაღალანაზღაურებად ექიმებთან მიმართებაში სახელდება, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიცია – ეს არის კლინიკის და ექიმის ურთიერთობის საკითხი, როდესაც ექიმი არის ძალიან წარმატებული, ჰყავს ბევრი პაციენტი, ამ შემთხვევაში კლინიკამ და ექიმმა ანაზღაურების ნაწილი უნდა დაარეგულირონ შიდა სტრუქტურით, რაც ბევრად სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

  წამლის ყიდვა მოხდება გაციელბით ხელმისაწვდომ ფასად, რაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights