სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროინფექციური დაავადებების პრევენცია, მათი დადგენა და მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება

ინფექციური დაავადებების პრევენცია, მათი დადგენა და მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ელჩს და ამერიკის მთავრობას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა, რობინ დანიგანს, ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა, ასევე – განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ისაუბრეს ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციაზე, მათ დადგენასა და მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. მინისტრმა, დიპლომატს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის საჭირო სამედიცინო სერვისების დაფინანსების შესახებაც.
ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ, უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
მხარეებმა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს, 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს.
შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებსა და შრომის პირობების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაზეც იმსჯელეს.
ზურაბ აზარაშვილმა სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესახებ მიღებულ რეგლამენტს გაუსვა ხაზი, რომელიც სხვადასხვა ობიექტზე პირველი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბების შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება სამუშაო ადგილებზე საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.
მინისტრმა დიპლომატს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული სამუშაოები გააცნო. მისი განცხადებით 2025 წლის ბოლომდე სახელმწიფო, საცხოვრებელ ფართს 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორი თუშარ საინი და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორის მოადგილე ბეთანი ანდერსონი.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საქართველომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights