სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაციაგიორგი ფხაკაძე ჟორდანიას კლინიკას ეწვია

გიორგი ფხაკაძე ჟორდანიას კლინიკას ეწვია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

გიორგი ფხაკაძე ჟორდანიას კლინიკას ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას.

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კლინიკა Innova Medical Center გადის აკრედიტაციას ჩვენთან, აკრედიტაცია კანადასთან.

გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით.

კლინიკაში დანერგილი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი, პროფესიონალ ექიმთა გუნდი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა.

კლინიკაში დანერგილია უნაყოფობის ანუ უშვილობის მკურნალობის ეფექტური და წარმატებული, თანამედროვე მეთოდები ემბრიოლოგებისა და ექიმების მაღალკვალიფიციური გუნდის მონაწილეობითა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით.

საერთაშორისო რეპროდუქციულ ცენტრებთან თანამშრომლობით და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით კლინიკაში უზრუნველყოფილია უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მიუხედავად სირთულისა.

  „აკრედიტაცია კანადა მოხარულია, რომ აირჩიეს აკრედიტაციის ორგანო ონტარიოში...“

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights